
მსოფლიოს მასშტაბით „ფეისბუქი“ შეფერხებით მუშაობს.
ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან აცხადებენ, რომ ვერ ახერხებენ საკუთარი ფოტოების, ალბომებისა და გვერდების
ნახვას. ამასთანავე, პირად შეტყობინებაში შეფერხებით იგზავნება სხვადასხვა სახის მასალები თუ ფოტოები. აღსანიშნავია,
რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.