
ახალგაზრდა მძღოლი, რომელიც "ოპელს" მართავდა, დამოოუკიდებლად ამოძვრა აალებული მანქანიდან, შემდეგ კი თვითმხილველებმა პირველი დახმარება აღმოუჩინეს. შემთხვევა კიევში, 4 სექტემბერს მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, "ოპელი" და "ტოიოტა" ერთმანეთს გვერდიგვერდ მოძრაობის დროს შეეხნენ, რის შემდეგაც სწრაფად მოძრავმა "ოპელმა" მართვა დაკარგა და სავალი ნაწილიდან მარჯვნივ მდებარე ბოძს შეეჯახა.
შეჯახებას აალება მოჰყვა - გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში დამონტაჟებული გაზის ბალონი აფეთქდა, თვითმხილველები კი მანქანასთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ. ამ დროს მამაკაცმა, რომელიც "ოპელს" მართავდა და მანქანაში მარტო იჯდა, მანქანიდან ამოძრომა მოახერხა და უსაფრთხო ადგილას გადმოხტა, რის შემდეგაც გამვლელები მიეშველნენ.
დაზარალებულს კონტუზია, დამწვრობა და რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.