NewsVoice -განსხვავებული სიახლის ხმა და სხვა ახალი გადაცემები TV „აფხაზეთის ხმაზე“

Image

ჯერ კიდევ საცდელი, მაგრამ განახლებული მაუწყებლობითა და განახლებული საეთერო ბადით ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმა“ უკვე წარდგა მაყურებელთა წინაშე. 

 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ტელევიზიის ეთერში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 22:00 საათზე გადის საინფორმაციო კოლაჟი NewsVoice. მომავალში ეს „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო გამოშვება იქნება, რომელიც თავდაპირველად დღეში სამჯერ, შემდეგ კი საათში ერთხელ გავა ეთერში.

 

„ნიუსვოისის“, ანუ, ხმოვანი სიახლის გარდა, სულ მალე ტელევიზიის პროდუქტს შეემატება პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც წინასაარჩევნოდ აქტუალური თემები იქნება განხილული. ეთერი დაეთმობა სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

 

ასევე დაგეგმილია გადაცემა „გლობალ-ფაქტორი“, რომელიც სტუდიაში მოწვეულ სტუმართან წინასწარ შეთანხმებულ, აქტუალურ თემაზე დიალოგს გულისხმობს. განსახილველ თემაზე მზადდება სიუჟეტი, რომელსაც წამყვანი სტუმართან ერთად განიხილავს.

 

ეს, რაც შეეხებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, მაგრამ ცხადია, მხოლოდ ეს სეგმენტი არაა მაყურებლისთვის შეთავაზებული სიახლე და ტვ „აფხაზეთის ხმა“ მათზეც იზრუნებს, ვისაც პოლიტიკა საერთოდ არ, ან ნაკლებად აინტერესებს.

 

ყოველდღე, ტვ „აფხაზეთის ხმაზე“, უკვე კარგად დაგემოვნებული მუსიკის გარდა, თქვენ ნახავთ ქართულ და უცხოურ მხატვრულ ფილმებს, ასევე საბავშვო გადაცემას „თავსატეხი“, რომელიც უკვე საკმაოდ პოპულარული გადაცემა გახდა პატარებში, რადგან ისინი თანატოლებსა თუ ასაკით ოდნავ განსხვავებულებს ეკრანზე უყურებენ, აფასებენ და მათთვის დასმულ შეკითხვებს თვითონაც პასუხობენ... ჰო, კიდევ: პატარებს მულტფილმები „აფხაზეთის ხმაზე“ 08:20-ზე, დილითაც ელოდებათ...

 

რაც შეეხება მოზარდებსა და მოზრდილებს, მაგალითად, ყოველ შაბათს, 20:30-ზე, მათ შეუძლიათ ჩაუჯდნენ კარგად ნაცნობ, მაგრამ მაინც მონატრებულ ქართულ ფილმებს.

 

უკვე თავისი მაყურებელი ჰყავს გადაცემას „ჩვენი თეატრი“, რომელიც ასევე, შაბათს გადის ეთერში. მოკლედ, თუ გადართავთ, ნამდვილად არ მოიწყენთ - „აფხაზეთის ხმა“ კიდევ რამდენიმე აქტუალური და პოპულარული მიმართულების გადაცემის დამატებას აპირებს. მაგალითად, უკვე დაწყებულია შერჩევა ტურიზმის შესახებ გადაცემის წამყვანის შესარჩევად.

 

მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმაში“ შემავალი ტვ „აფხაზეთის ხმა“ და მისი კოლექტივი სამომავლოდაც უამრავ სიურპიზს გპირდებათ. შეუერთდით ტვ „აფხაზეთის ხმის“ გვერდს „ფეისბუქზე“, თვალყური ადევნეთ გადაცემებს, მისწერეთ ადმინისტრატორებს თქვენი აზრი და მეტიც - მიიღეთ მონაწილეობა ტვ „აფხაზეთის ხმის“ საეთერო ბადის სრულყოფაში: ჩვენ მუდამ მზად ვართ, მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ თქვენი რჩევები. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

დეპუტატის განმარტებები "ფეისბუქლაივზე": “ინგლისურად ეწერა რაღაც, შევრცხვი"

2019-08-30 13:29
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

2019-08-30 13:19
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული...

"მისი ქმედება არ არის დანაშაული, ასევე შეიძლება ბავშვი ქუჩაში ძაღლმაც დააზიანოს" - პეკინზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

2019-08-30 10:09
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი აცხადებ, რომ მისი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.3106
0.0052
100
RUB
 - 
4.6653
0.0046
1
USD
 - 
2.9710
0.0009

გუშინ:

ჰიტები:505 უნიკალური:409

მიმდინარე:

ჰიტები:77 უნიკალური:67