
მოსკოვის კარაოკე ბარ "როიალ-არბატში" მეგობარ გოგონასთან ერთად შესული მოდელი საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც ბარში მამაკაცმა სასტიკად სცემა. მოდელს თვალის გარსი აქვს დაზიანებული, დაუზიანდა რბილი ქსოვილები და მძიმე ფორმით ტვინის შერყევაც დაუდგინდა.
ეკატერინე და მისი მეგობარი მეზობელ მაგიდასთან მყოფი მამაკაცებისგან ყურადღებასა და ყვავილებს იღებდნენ, არაერთგზის მიპატიჟების შემდეგ კი მათთან გადასხდნენ. ერთერთმა ეკატერინეს მასთან ერთად სიმღერა და შემდეგ სახლში წაყოლა შესთავაზა. ქალმა ამაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც მამაკაცმა მას თმებში ხელი ჩაავლო, ტუალეტში გაათრია და სასტიკად სცემა. მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
ლაიფნიუს.რუ