-
2016-01-22 09:30
NBA All-Star-მა გამოკითხვის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ ზაზა ფაჩულიამ წინახაზელთა შორის მეოთხე ადგილი დაიკავა და მას სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად სულ 14 227+1 ხმა დააკლდა. სწორედ ამდენი ხმით გაუსწრო ქართველ წინახაზელს ლეონარდმა.
სასტარტო ხუთეულს გულშემატკივრები ადგენდნენ, თუმცა სათადარიგო კალათბურთელებს უკვე მწვრთნელები აირჩევენ. სავარაუდოდ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელი ზაზა ფაჩულიას სატადარიგო კალათბურთელებს შორის მაინც აიყვანს.
“ყველა ვარსკვლავის” მონაწილე კალათბურთელების შესარჩევად ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაცია კონკურსს ონლაინ რეჟიმში, სოციალურ ქსელებში ატარებდა. გულშემატკივრებს საყვარელი სპორტსმენის სახელისა და ჰაშთაგის #NBAvote გამოყენებით შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ხმის მიცემის პროცესში. ერთი დღის განმავლობაში ერთი IP მისამართიდან მხოლოდ 1 ხმის მიცემა იყო შესაძლებელი. ხმის მიცემის პროცედურა 19 იანვარს, საქართველოს დროით, 08:59 საათზე დასრულდა.
All-Star-ის გამოკითხვის საბოლოო შედეგებით, დასავლეთის და აღმოსავლეთის გუნდების სასტარტო ხუთეულების სია ასე გამოიყურება:
დასავლეთი
სტეფ კარი
რასელ უესტბრუკი
კობი ბრაიანტი
კავაი ლეონარდი
კევინ დურანტი
აღმოსავლეთი
დუეინ უეიდი
კაილ ლოური
ლებრონ ჯეიმსი
პოლ ჯორჯი
კარმელო ენტონი
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.
