ტუტანჰამონი კავკასიელი აღმოჩნდა – iGENEA–ს დასკვნა

Image

ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოს ბოლოს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ გენეალოგიურ გამოკვლევათა ცენტრის ბიოლოგებმა iGENEA-დან, რომლის სათაო ოფისი ციურიხშია განთავსებული, ერთ-ერთი კვლევის სენსაციური შედეგები გაახმიანეს.

 

ეგვიპტელმა კოლეგებმა სწორედ ამ მეცნიერებს გადასცეს ფარაონ ტუტანჰამონის დნმ-ის ნაწილი, რაც დასკვნის საფუძველი გახდა. როგორც ეგვიპტის სიძველეებთან არსებული უმაღლესი საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა, დნმ ბიჭუნა-ფარაონის ძვლოვანი ქსოვილიდან, კონკრეტულად კი - მარცხენა მხრიდან და მარცხენა ფეხიდან აიღეს.

 

„ძალიან ფრთხილი და მიზანმიმართული რამდენიმე ჩხვლეტა გაკეთდა, რომელთა დროსაც მუმია არ დაზიანებულა“, - თქვა მეცნიერმა და დაამატა, რომ დნმ-ის მიზანი ფარაონის ნათესაური კავშირების დაზუსტება იყო.

 

ამ მხრივ ცნობები ჯერაც ბურუსითაა მოცული და ამასთან, უამრავი ინცესტის შემთხვევაცაა აღწერილი. სპეციალისტებმა ტუტანჰამონისა და თანამედროვე ევროპელების დნმ ერთმანეთს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ ევროპელთა უმრავლესობა სწორედ რომ ფარაონის ჩამომავალია და მის ნათესავადაც მოიაზრება.

 

საშუალოდ, ევროპელ მამაკაცთა ნახევარზე მეტი „ფარაონია“, ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 60-70 პროცენტამდე ადის.

 

დნმ-ის შედარების დროს მეცნიერებმა ადამიანის დნმ-ის იმ მონაცემებით იხელმძღვანელეს, რომელიც თითქმის უცვლელად გადაეცემა თაობიდან თაობას. ფარაონის ნათესავები ტუტანჰამონის დნმ-ის ჰაპლოიდურმა ჯგუფმა R1b1a2-მა „გასცა“: ეს „ფარაონული“ დეტალი ევროპელ მამაკაცებში იმდენად ხშირია, რამდენადაც იშვიათობაა ეგვიპტელებს შორის - იქ მაჩვენებელი ერთ პროცენტს არ აღემატება.

 

„ძალიან საინტერესო აღმოჩენაა, რომ ტუტანჰამონი გენეტიკური ევროპელია“, - ამბობს iGENEA-ს დირექტორი, რომან შოლცი. შვეიცარელ მეცნიერთა ბოლო დასკვნა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამჟამინდელი ეგვიპტელები ფარაონთა დეგრადირებული ჩამომავლები კი არ არიან, უბრალოდ - არაფერი აქვთ საერთო ერთ დროს თავიანთ მბრძანებლებთან.

 

„ვვარაუდობ, რომ ეგვიპტელი მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპარი დაახლოებით 9 500 წლის წინ, კავკასიაში ცხოვრობდა“, - განაცხადა შოლცმა.- „დაახლოებით 7 ათასი წლის წინ კი მისი პირდაპირი შთამომავლობა ევროპაში გაიფანტა. მერე ზოგიერთმა მათგანმა ეგვიპტემდე მიაღწია და ფარაონი გახდა“.

 

ამ ჰიპოთეზაში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მეცნიერული დასკვნების მიხედვით, ეგვიპტელი ფარაონები და კონკრეტულად, ტუტანჰამონი სწორედ იმ ერების წარმომადგენლები გამოდიან, რომლებიც უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე ცხოვრობენ კავკასიაში. 

mumia1.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !