ცეზარ ჩოჩელის დედის წერილი შვილს: „რა იქნება შემდეგ, გვეშველება როდისმე?“

Image

საჯაროდ გამოქვეყნდა ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის დედის წერილი შვილისადმი, სადაც ის იმ პერიპეტიებს იხსენებს, რაც სხვადასხვა დროს მის შვილს გადახდენია თავს.

 

ცეზარ ჩოჩელის დედა წერს, რომ არცერთი ხელისუფლების დროს ბიზნესმენი არ ყოფილა განებივრებული და რომ „მტერს არასდროს ეძინა“, ხოლო დღევანდელ სიტუაციას „სამართლიანობის აღდგენის საფარქვეშ მოქცეულ შურისძიებას“ უწოდებს:

 

„1991 წელი ... ლუდსახარში  ,,ლომისის’’  მშენებლობის დაწყება არაადამიანური შრომა . იმავე წლის ავადსახსენებელი მოვლენები, ახალი მთავრობა და პრობლემების მთელი წყება. ბანკიდან კუპონებით აღებული სესხი და ლარებით მისი გადახდის სირთულე. საწარმოს დაყადაღება და შემთხვევით გაცნობილი ვლადიკავკაზელი ლუდის ქარხნის დირექტორის ასლან ხადარცევის უანგარო დახმარება, პირველი წარმატება .

 

ლუდის მოყვარულებს კარგად ახსოვთ  ,,ლომისის’’ და ,, ჩეხურის’’ გემო. დისტრიბუტორები ღამეებს საწარმოს ეზოში ათენებდნენ, რომ რიგი არ დაჰკარგვოდათ. მართლაც კარგი ლუდი იყო ,,ლომისი’’.

 

არ ეძინა მტერსაც... მრავალმხრივი და მრავალჯერადი რეკეტი, მაგრამ ბიჭების შეუპოვრობა და ლუდსახარშის გადარჩენა. ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ’’ ლოზუნგით მოსული მეწარმეები და მუქარა - ჩავძირავთ ,,ლომისს’’, მაგრამ ვერ მოახერხეს, ხარისხმა ძალას სძლია.

 

1999 წლის საპარლამენტო არჩევნები, ,,მოქალაქეთა კავშირის’’ რისხვა, რამოდენიმე თვით საწარმოს დალუქვა, ტონობით გაფუჭებული ლუდის გადაღვრა და არყის საამქროს გაჩერება. ამ რთულ სიტუაციაში ისევ ხადარცევის დახმარება და საწარმოს გადარჩენა, ბიჭების დაუღალავი შრომა და წარმატება.

 

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ცეზარის გამარჯვება , ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის ვლადიმერ გუცაევის დამარცხება და ახლა სააკაშვილის დაპირისპირება, თითქმის 2 წლის განმავლობაში აქტიური ბრძოლა ჩოჩელების წინააღმდეგ. ალბათ არ დარჩა სალანძღავი სიტყვა , რომელიც არ გამოიყენეს : ბანდიტი,ყაჩაღი, ქსნის ხეობის ფეოდალი, ნაძირალა...

 

და ეს იმ დროს,როცა ახალგორმა სწორედ ჩოჩელების ბიზნესით ახალი სუნთქვა დაიწყო.

2005 წელს ააშენეს ,,ნატახტრის’’ ლუდსახარში, რა თქმა უნდა, კრედიტით. საწარმოს ამოქმედება და კიდევ არ ეძინა მტერს... ერთი ვაიპოლიტიკოსის მოწოდება - ბოიკოტი ,,ნატახტარს’’, ვინც მას დალევს,  მოღალატე იქნება. ახალი საწარმოს დასაცავად სიტყვა არავის დასცდენია.

 

2007 წლის ცნობილი მოვლენები , ბანკის ვალის გასტუმრების სირთულე და ,,ნატახტრის’’ იძულებით გაყიდვა. 2008 წელი . ცეზარის გუბერნატორად დანიშვნა (მისი სურვილის საწინააღმდეგოდ), რამაც მის ბიზნესს მართლა ლახვარი ჩასცა. ზოგისთვის ეს შეიძლება მისალოცი ყოფილიყო, ჩვენი ოჯახისთვის კი მეხის დაცემის ტოლფასი .

 

იმავე წლის აგვისტოს ომი, მტრის ალყაში მოქცეული ცეზარის დაცხრილული მანქანა და თვითონ სიკვდილს ძლივს გადარჩენილი. მიუხედავად ამისა, 2 კვირა ისევ ოკუპირებულ ახალგორში მეგობრებთან ერთად, მთის ბილიკებით ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოდ გადაყვანა დუშეთის რაიონში, იქიდან კი თბილისში. კვლავ სიკვდილის საფრთხე...

 

საბოლოოდ მშობლიურ კუთხესთან ერთად ყველაფრის დაკარგვა და დევნილობა. ქველმოქმედებაში დახარჯული მილიონები და ზრუნვა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებაზე. იაგო ჩოჩელის მიერ ჯერ ,, მიქსორის’’, შემდეგ  ,,ბარამბოს’’  შექმნა, გაპარტახებული ,,შპალების’’  ქარხნის ყიდვა და ახალი ტიპის საწარმოდ ქცევა, ქართული ლუდის კომპანია ,,ზედაზენის’’ ამოქმედება და ათასობით ადამიანის დასაქმება,მათ შორის უმეტესობა დევნილის. ეს ყველაფერი კი ბანკის კრედიტით გაკეთდა. ასე იქცა ,, ნატახტრის’’ გაყიდვის შემდეგ 60 მილიონი დოლარის მფლობელი ბიზნესჯგუფი 60 მილიონიანი კრედიტით ბანკის მოვალედ.

 

ჩოჩელებისთვის ხორცის ბიზნესის დაბრალება და ცეზარის სახლთან გაუთავებელი აქციები გატყავებული ცხვრების თანხლებით. არავინ გამოსარჩლებია უდანაშაულო ,, დამნაშავეს’’ ,რა თქმა უნდა, არც ხორცის ბიზნესის მეპატრონეებს ამოუღიათ ხმა.

 

2009 წელი. „ინტერპლასტის“ დაყადაღება, შემდეგ კი მთლიანად გაჩერება. ასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი და ისევ ,, მფარველი მთავრობის’’ დუმილი. მალე ,,ბერტამაც’’ გაიზიარა მისი ბედი, ამ შემთხვევაშიც ,,არსაიდან ხმა, არსით ძახილი’’ .

 

2012 წელი. .. ახალი შეტევა ჩოჩელების ბიზნესჯგუფზე, ახლა უკვე საბოლოოდ განადგურების მცდელობით. დღევანდელმა ვითარებამ დამარწმუნა, რომ ბიზნესმენი თუ ცბიერი, მედროვე და მლიქვნელი არ იქნება, მას არცერთი მთავრობა არ მისცემს გასაქანს და ,,მაღალთა ამა სოფლისათა’’ გულს ვერ მოიგებს, ყოველთვის გაუგებრობიდან გაუგებრობაში, უფრო სწორედ კი ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში აღმოჩნდება, მით უმეტეს, ახლა, როცა შეიძლება ბრალი იმის გამო წაგიყენონ , წინა ხელისუფლებაში ვიღაცისთვის ხელი ჩამოგირთმევიაო. მე ამას დავარქმევდი სამართლიანობის აღდგენის საფარქვეშ მოქცეულ შურისძიებას.

 

,,ყოველი მტერი იმის ცდაშია, რომ დრო შემოიგდოს და წაახდინოს’’ (სულხან -საბა ორბელიანი). ასე რომ, დღემდე ყველა მტერმა თავისი საკეთებელი გააკეთა. რა იქნება შემდეგ, გვეშველება როდისმე ?“, – წერს ცეზარ ჩოჩელის დედა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !