
„როცა ჟურნალისტებით სავსე ოთახში შოთა არველაძე პირსახოცშემოხვეული გადის, ეს არავის უკვირს – ის ყველასთან შინაურულადაა“,
ასეთ კომენტარს უკეთებს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გამოხტომას მასზე შექმნილი ფილმის ავტორი – რუსი სპორტული ჟურნალისტი.
„აი, ასეთია შოთა და ალბათ, სწორედ ეს ეხმარება მას, ითამაშოს ფეხბურთი ასე დიდხანს და ასე კარგად“, – ამბობს კადრსმიღმა ჟურნალისტი.