
რუსული კინოს მეოთხე ფესტივალის დახურვას, რომლის დასკვნითი ტური გუშინ საღამოს, კინოთეატრ „რუსთაველში“ ჩატარდა, ორგანიზაცია „ლაზარეს“ წევრებმა დეოკუპაციის მოთხოვნით აქციის გამართვა დაამთხვიეს.
ფესტივალის ბოლო დღეს კინოთეატრის წინ შეკრებილ აქციის რამდენიმე მონაწილეს ეჭირა პლაკატები: „ჯერ დეოკუპაცია, შემდეგ კინო!“, „არა რუსულ ოკუპაციას!“