
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ბუნებისგან დაჩაგრული, მახინჯი სულის რუსი ოლიგარქი" უწოდა ბიძინა ივანიშვილს და განაცხადა, რომ მან არამარტო მისი ქონება, საქართველო დააყადაღა.
"კურიერში" ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა ილუსტრირებულად შეადარა ერთმანეთს მისი სახლი ყვარელში და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი და განაცხადა, რომ მან იქ სასახლე ბანდიტიზმით ნაშოვნი ფულით ააშენა.
"ჩემთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო, რომ ჩემს ნათესავებს ახლობლებს არაფერი სხვა შემოსავალი არ გაჩენოდათ. ამას მკაცრად ვაკრიტიკებდი.
ივანიშვილის სახლი არის ბანდიტიზმით, 90 წლებში ნაძარცვით აშენებული და მან წამართვა ჩემი ყვარლის სახლი, ერთადერთი ქონება, რომელიც მე შევქმენი ამ ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ მე ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული, რომ ჩემი ქონება კი არა, საქართველო დააყადაღეს.
ამას წინათ ვიყავი სარფში ამაყად ჩაჰყავთ ბათუმში სტუმრები და უყვებიან უცხოელებს... ნახეთ, რას აკეთებენ?!. ორი სახინკლის გარდა ერთი ახალი შენობა არ დაწყებულიყო. გააჩერეს ყველაფერი, ტრამპტაუერი, 10–15 წამყვანი შენობა...
ჩვენს ქვეყანაში მთავარი რაღაც მოიშალა, საქართველოს მართავს უწიგნური, მობანდიტო, დაულაგებელი, ბუნებით დაჩაგრული ოლიგარქი, შემომჯდარა მთაზე და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ვის რა ქონება წაართვას და ვის რა დაუბრუნოს, "პოლის ჯოხი" დანიშნოს ამ თანამდებობაზე თუ არა, მოშლილია სახელმწიფოს მთავარი ღერძი.
ეს არის კადიროვის დამკვიდრებული პრაქტიკა ჩეჩნეთში, როცა ქონებას უყადაღებდნენ. ჩვენ ვცხოვბრობთ 21–ე საუკუნის საქართველოში, ჩვენ შევქმენით კანონები ,რომელშიც არ ჩამჯდარა ეს რასაც ლაპარაკობენ.
19 მილიარდით ხო დაიწყეს ჩემს გაფლანგვაზე ლაპარაკი, ჩამოიყვანეს 8 მილიონამდე და ეს იყო იუშენკოს საპონი და უცხოური დეკეგაციის მიღების ხარჯები. ა.შ.
არც რამე შემოსავალი არც დიდი დანაზოგები არ მაქვს, ყველაფერი რაც მოვიპოვე, ჩავდე ბიბლიოთეკაში, რომელიც არ არის ჩემი საკუთრება, ის ყველას ეკუთვნის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.