
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ქონება ჩამოთვალა, რომელიც მას და მისი ოჯახის წევრებს დაუყადაღეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბინის დაყადაღების შემდეგ სანდრა და ბავშვები, პრაქტიკულად, საქართველოში ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „კურიერში“ ჩართვისას განაცხადა:
„მე მინდა პირველ რიგში ვისაუბრო რა ქონებაზეა საუბარი, მთელი საღამოა ატრიალებენ, სახლები, მანქანები, მინდა თითოეული ადამიანი დაფიქრდეს რა არის ეს?
ეს არის ყვარლის სახლი. ამბობენ , რომ 10 ნაკვეთია, სინამდვილეში ეს არის ორი ჰექტარი მიწა, ეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც არის 75 კვადრატული მეტრი, ეს არის ის სახლი კი არა სადაც პრეზიდენტობის შემდეგ გადავედი, ეს არის სანდრას ბინა, რომელიც მამამისმა უყიდა 90–იან წლებში და ეს არის ბებიაჩემის ბინა– მშენებარე, რომელიც შენდება, მგონი 10 წელია და ვერაფით დაამთავრა, რაღაც „რაფ 4“ და 17 წლის „ჰონდა“ და ა.შ.
სააკაშვილის განცხადებით, რადგან სანდრას სახლი დაყადაღებულია, პრაქტიკულად ის და მისი შვილები საქართველოში ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ:
ამ ბინაში ნამყოფია საქართველოს ათასამდე გაჭირვებული მოქალაქე, ამ ბინაში გაიცა ასობით ათასი, თუ მილიონობით არა, დახმარება. სანდრას ხელფასიდან პატარა თანხა ყოველთვის გადადებული ჰქონდა ქველმოქმედებისთვის, ეს იყო მისი ცხოვრების წესი და არა მარტო მაშინ, როცა ხდებიან პირველი ლედები და ა.შ.
ყველაფერი ვგამოიყენა ხალხის დახმარებისთვის და საქართველოში არის ათიათასობით ადამიანი, რომელსაც სანდრა დაეხმარა, ზოგს მკერდის კიბოს განკურნებაში უშველა, ზოგს თვალი აუხილა და ა.შ. როდისმე გაგიგათ, რომ ჩემს შვილებს ვინმე შეწუხებინათ?
ვინმესთან უცენზუროდ მოქცეულიყვნენ? ბებიაჩემი, რომელიც ეხლა დედაჩემთან ცხოვრობს, 1937 წელს ზუსტად ასევე გამოაგდეს სახლიდან კომუნისტებმა იმიტომ, რომ დაუხვრიტეს ბიძა, გადაუსახლეს მამა და ა.შ.", - თქვა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანდრას ეს სახლი ისედაც გაყოფილი ჰქონდა და ნაწილი მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის ოფისს წარმოადგენდა.