
ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობა და ქაოსია. ის ფიზიკის პედაგოგის სიტყვებს იხსენებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ქაოსი ბუნებაში და ქაოსი ადამიანთა შორის.
"როგორც გინდათ ისე გაიგეთ, ამ ქვეყანას დედა არა ჰყავს...
ჯერ კიდევ შევარდნაძის დრო იყო, მე მყავდა კომაროვში ერთი ძალიან განათლებული და პატივსაცემი ფიზიკის მასწავლებელი - გელა კვირიკაშვილი, რომელიც ამბობდა: ქაოსი არის ბუნების კანონი, რომელიც წესრიგს ნიშნავს ფიზიკის კანონებით, მაგრამ ადამიანებს შორის ქაოსი არის უდიდესი უბედურებაო და ჩვენ, ბავშვები, ვეკითხებოდით: გელა მასწ., კი მაგრამ, თქვენ ხედავთ გამოსავალს? შევარდნაძის გარდა რომ არავინ არსებობს?
მან გვიპასუხა : გაიხედეთ ფანჯარაში, ცაში მზის გარდა რამეს ხედავთ? ვუთხარით, რომ არა. ჰოდა, დაღამებას დაელოდეთ და ნახავთ, რამდენი ლამაზი ციური სხეული არსებობსო.
დასკვნები თქვენთვის მომინდია", - წერს ბიზნესმენი.