-
2014-09-17 23:26
ბატალიონ „ავაზას“ ყოფილი მეთაური, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო დათხოვნილი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბოხებას აპირებს და ამას „ისინი არ დაუშვებენ“.
„ნაციონალებმა“ შექმნეს დაჯგუფებები , რომლის შემადგენლობაშიც შედიან, ყოფილი სოდის, კუდ-ის და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები, მისი განცხადებით ამ დაჯგუფებებს მამუკა მამულაშვილი, ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი ხელმძღვანელობენ. ხოლო ყოფილი „ზონდერჯგუფების“ მობილიზაციას გიორგი ვაშაძე და გიორგი ონიანი ახდენენ“, - ამბობს ტრისტან წითელაშვილი.
ის ასევე აცხადებს, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმაც შექმნეს ჯგუფები, რომლებიც „ნაციონალების“ გადაადგილებას და ქმედებებს აკონტროლებენ.
„ხმამაღლა ვაცხადებ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაბედავს ამბოხებას და ძალოვანები ამის წინასწარ ჩახშობას ვერ მოახერხებენ , ჩვენ დავიწყებთ მათ განადგურებას, როცა ქვეყანა და მოსახლეობა დგას საფრთხის ქვეშ, აქ კანონზე აღარაა საუბარი, არც იმაზე, რომ ხვალ დამიჭერენ.
მირჩევნია ამ ხალხის განეიტრალება მოხდეს, რომ ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. როცა ისინი იარაღის ასაღებად მივლენ, ჩვენ ავითვისებთ მათ იარაღს და გავანადგურებთ საკუთარივე იარაღით“, - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.