
„გასაგებია, რომ მიიწვიეს, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ კლიმატის ცვლილებათა სამიტზე ისეთი მაღალი დონის პირი უნდა მონაწილეობდეს, როგორიც საქართველოს პრეზიდენტია“,-
ამის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წამყვანის რეპლიკაზე: „მაგრამ ის მიიწვიეს“, მინისტრმა უპასუხა: „გასაგებია. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ უნდა მონაწილეობდეს“.