პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, სადაც მურმან დუმბაზე პარტიიდან გარიცხეს, "ოცნების" ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ 80-იანი წლებიდან პოლიტიკაშია და ყველა მტავრობა კრახით ასრულებდა, რომელიც მას დესტრუქციულ ძალად მიიჩნევდა.
“ პოლიტიკაში ვარ 25 წელია, 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული. ყველა მთავრობა ამბობდა, რომ დესტრუქციულად ვიქცეოდი და ყველა მთავრობა კრახით ასრულებდა საკუთარ უფლებამოსილებას. თუ ასეთი განცხადება კეთდება ამ მთავრობის მიერ, მაშინ საპერსპექტივოდ მისი მთავრობაც კრახით დასრულდება.
ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მერმისისათვის ზუსტად იგივე ენერგიით. პარლამენტში საქმიანობას ვაპირებ როგორც ოპოზიციის ერთერთი ფლაგმანი. გარანტიას გაძლევთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური ფრაქცია ქართული ოცნება ალბათ დაიშლება..."