პრეზიდენტი სამიტზე მიდის: ჩემგან წასულ კომუნიკაციას არა აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო უწყებიდან

Image

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „არჩევანში“ ამბობს, რომ გაეროს სამიტზე წასვლას თავადაც აპირებს და პრემიერს წარმატებულ ვიზიტს უსურვებს, ასევე, ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტისგან გასულ კომუნიკაციას ეფექტური საგარეო კომუნიკაცია სჭირდება.

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია და ყველამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტს გააჩნია წერილის დაწერისა და მასზე პასუხის გაცემის უნარი, ხოლო ცალკეული უწყებები არიან არა მთავრობის, არამედ საქართველოს სამინისტროები:

 

„როდესაც პრეზიდენტი იღებს მიწვევას საკუთარ სახელზე პრეზიდენტის საქმეა უპასუხოს მას და არა სხვა უწყებების. პრეზიდენტს გააჩნია შესაბამისი უნარი წერილის დაწერის და პასუხის გაცემის.

 

დარწმუნებაც აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მანამ სანამ პასუხი გაეცემა ამ მიწვევას. ჩემს მიერ წასულ კომიუნიკაციას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველა უწყება არის არა მთავრობის სამინისტრო, არამედ საქართველოს სამინისტრო.

 

შესაბამისად ის ვალდებულებები რაც მათ გააჩნიათ, გააჩნიათ არა მხოლოდ მთავრობის მიმართ, არამედ ზოგადად გააჩნიათ ვალდებულებები, მათ შორის პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფისთვის. ჩვენი სამინისტროები ემსახურება არა მთავრობას, არამედ სახელმწიფოს. მე ამით ვამბობ იმას, როგორც უნდა იყოს. მე და ჩემი კოლეგები არ ვიშურებთ დროს და ენერგიას რომ ეს ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს გავუზიაროთ სამინისტროებში, რომ მათ გააჩნიათ ვალდებულება არა მხოლოდ მთავრობის მიმართ არამედ სახელმწიფოს მიმართ.

 

სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი აგზავნის წერილს, ეს წერილი უნდა მივიდეს დროზე, თუ პრეზიდენტს უგზავნიან წერილს - ეს წერილი უნდა მოვიდეს დროზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა „არჩევანში“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !