-
2014-09-09 20:56
,,ნაცმოძრაობა ორგანიზებული ძალაა. პარტიას პოლიტიკური ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს და აქედან გამომდინარე, ისინი რევანშისთვის ემზადებიან. მათ ამისთვის ფინანსური რესურსიც აქვთ“,-აღნიშნავს კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „ალიასთან“ საუბარში.
ექსპერტის განცხადებითვე, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სვლები ორიენტირებული იქნება არა პარტიის რეანიმაციაზე, არამედ ხელისუფლების დისკრედიტაციაზე.
,,ხელისფლების დისკრედიტაციის პროცესში ახალი პოლიტიკური ჯგუფები გამოჩნდებიან, რომელთა უკანაც იდგება ,,ნაცმოძრაობა“ თავისი ფულით“,- აცხადებს ექსპერტი.
როგორც არეშიძე მიიჩნევს, ის, რომ ,,ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიის წარმოება შეუძლია, ეს მმართველი გუნდის ბრალია.
,,ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს. შედეგად კი იმას იღებენ, რომ მათი რეიტინგი ნელ-ნელა ეცემა. ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს კი ,,ნაცმოძრაობა“ წინ წამოსწევს და ყოფილი ხელისუფლება საკუთარი პარტიის რებრენდიგს მოახერხებს“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.