
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის მტკიცებით, პრეზიდენტი საკმაოდ ჯიუტია იმისთვის რომ გაეროს ასამბლეაზე წასვლა გადაიფიქროს.
როგორც მაჭავარიანმა „კვირა“-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთადერთი რამაც შეიძლება პრეზიდენტს გაეროს ასამბლეაზე წასვლა გადააფიქრებინოს მისი და პრემიერ ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა იქნება. მაჭავარიანის მოსაზრებით პრემიერმა პრეზიდენტს პირადად უნდა თხოვოს რომ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს.
„მე ვიცნობ პრეზიდენტ მარგველაშვილს და შემიძლია გითხრათ რომ ის საკმაოდ ჯიუტი ადამიანია. ერთადერთი რამაც შეიძლება მას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წასვლა გადააფიქრებინოს,მისი და პრემიერის პირისპირ შეხვედრა იქნება. პრემიერმა მას პირადად უნდა თხოვოს რომ მან გაეროს ასამბლეაზე წასვლა გადაიფიქროს“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესია ნიუ-იორკში 26 სექტემბერს გაიმართება.