„პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ მისი ადგილი არის კარებთან“

Image

„ქართულმა ოცნებამ“  პრეზიდენტს  ხელი კრა და მიანიშნა, რომ მისის ადგილი არის კარებთან. ამის გამოძახილია სწორედ ისიც რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი, საერთაშორისო ვიზიტებში ბლოკავს გიორგი მარგველაშვილს“ - ამის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა დღეს „კვირას“-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მაჭავარიანის მოსაზრებით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არაკორდინირებულობისა და დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია უკვე ქვეყნნის საზღვრებს გაცდა.

 

ყოფილი მრჩევლის განცხადებით, ტრაგიკული არაფერია იმაში რომ გაეროს ასამბლეაზე საქართველო ორი დელეგაციით იყოს წარმოდგენილი.

 

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ საერთაშორისო საზოგადოებას წარმოუჩინონ რომ თითქოსდა სახელმწიფოში პირველი პირი არის პრემიერი და არა პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი არ გადათქვამს და ჩვენ გაეროს ასამბლეაზე გვეყოლება 2 დელეგაცია ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ , ეს გაეროში ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

 

აქ საუბარი არის არა დელეგაციებზე არამედ იმაზე თუ ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია რომ დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი არ უნდა იყოს.პრეზიდენტს არ აძლევენ ხოლმე მას საშუალებას სხვადასხვა საერთაშორისო ვიზიტებისას რომ იყოს წარმოდგენილი როგორც სახელმწიფოს პირველი პირი.

 

მარგველაშვილი და ღარიბაშვილი წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ გუნდს ის რომ ვერ მოხერხდა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ელემენტარული შეთანხმების მიღწევა და უფლებამოსილების გადანაწილება, იქნება ეს საგარეო, თავდაცვის თუ სხვა სფეროებში ეს არის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი. ჩვენ შემსწრენი ვართ ორ პოლიტიკურ შტოს შორის არაკორდინირებული მუშაობის და დაპირისპირების“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !