-
2014-09-08 23:08
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ რეიდების დროს არაერთი ცივი იარაღი ამოიღეს და მშობლებიც კმაყოფილი არიან, რადგან მათი შვილები არა შუაღამეს, არამედ 12 საათზე მიდიან შინ.
"გუშინ ე.წ. რეიდების დროს არაერთი ცივი იარაღი იქნა ამოღებული, მაგრამ მშობლებიც იყვნენ კმაყოფილი იმით, რომ თავიანთი ახალგაზრდა ბიჭები შუაღამეზე კი არ მივიდნენ სახლში, არამედ თორმეტ საათზე და იყვნენ შინ...
ის ზომები, რაც გატარდა არა მხოლოდ დროული იყო, არამედ საზოგადოების მოთხოვნაც. კანონის შესაბამისად ხორციელდება ხილული მასობრივი ღონისძიება, რომელიც შეზღუდულია დროში, ყოველდღე ასე ვერ იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობასთან შეთანხმებით დაგეგმა, რათა საზოგადოებამ ნახოს რა ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს პოლიცია."