მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ახლადარჩეულმა მთავარეპისკოპოსმა ონოფრემ, რომლის უკრაინის ავტონომიური ეკლესიის მეთაურად აღსაყდრება კვირას გაიმართა(უკრაინის ავტონომიური ეკლესია შედის მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში და სარგებლობს ფართო უფლებიანი ავტონომიით), ინტრონიზაციის მომდევნო დღესვე დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ ყირიმის ნახევარკუნძული არის უკრაინის ტერიტორია და უნდა დაბრუნდეს უკრაინის შემადგენლობაში.
ყირიმში არსებული მართლმადიდებლური ეკლესიები დღესაც ექვემდებარება კიევს, მთავარეპისკოპოსმა ონოფრემ აღნიშნა, რომ კავშირი მოსკოვთან მხოლოდ კანონიკურია და ყველა საკითხი წყდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით, ხოლო უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტი არის არა კონფესიათაშორისი დაპირისპირება, არამედ პოლიტიკური.”
მთავარეპისკოპოსმა ონოფრემ გამოაცხადა , რომ დაიწყებს მოლაპარაკებებს ე.წ. კიევის საპატრიარქოსთან, რომელიც არ ემორჩილება მოსკოვის საპატრიარქოს. შეგახსენებთ, რომ კიევის პატრიარქმა ფილარეტმა ეჭვი შეიტანა ახლადარჩეული იერარქის პატრიოტიზმში. ფილარეტის აზრით, ვინც არ ემხრობა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, იგი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროინტეგრაციას.