
კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე მისი ორგანიზაციის ოფისთან დატოვებულ წარწერას „ფრთხილად, შენობაში მოღალატეა“ ეხმიანება.
"ზუსტად ისინი არიან მოღალატეები დღეს, ვინც რუსეთს “ოკუპანტს“ ეძახის, ვინაიდან ოკუპანტის ძახილით არამცთუ დეოკუპაცია არ მოხდება, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ აყენებს თავის ქვეყანას. კარგად გამოჩნდა რუსეთთან ტკბილი ენით საუბარმა 2012 წლის შემდეგ რამდენი პოზიტივი მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
თუმცა, ძირითადად ეს ის ხალხია, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს წაგებულ ომს ზეიმობდა რუსთაველის გამზირზე, მაშინ როცა ქართველი ჯარისკაცების გვამებით იყო ცხინვალი სავსე და რომ არა ამ დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ნამდვილი ქართველი პატრიოტები ქართული დიასპორიდან მოსკოვში, რომლებმაც აწარმოეს მოლაპარაკება მოსკოვში რუსეთის პოლიტ-ელიტასთან, არც იგოეთთან გაჩერდებოდნენ რუსები და ბევრად მძიმე და სისხლიანი იქნებოდა ეს ომი ქართველი ხალხისათვის. ასევე, ვერც ცხინვალში დაღუპული ჯარისკაცების გვამების გამოტანას და გაპატიოსნებას ვერ შევძლებდით“,- ამბობს ჭყოიძე.