-
2014-06-28 03:06
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ვერც ხვდება, როცა საქართველოს სუვერენიტეტის შემკვეცავ განცხადებას აკეთებს.
სწორედ ამ კონტექსტში განიხილა ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა პირობა დადო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში არჩარევაზე და ეს პირობა შეასრულა.
როცა საგარეო უწყების კიდევ ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა და გადაცემის მონაწილემ, სალომე ზურაბიშვილმა ვაშაძესთან პოლემიკაში შესვლა სცადა, გრიგოლ ვაშაძემ მას მიმართა: "ქალბატონო სალომე, თქვენ ხომ ილაპარაკეთ უკვე? მე ხომ არ შემიწყვეტინებია? ჰოდა, ახლა შეისუნთქეთ და მე მაცალეთ".