საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი მიანიშნებს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მთავარია კონსტიტუცია და და ძალიან ძნელია მისთვის, იმუშაოს ისეთი შეთანხმების პრინციპებზე, რომლის თანახმადაც კონსტიტუცია გვერდით უნდა გადაიდოს.
ამის შესახებ ვანო მაჭავარიანმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა და დაამატა, რომ ეს კონსტიტუცია მთავრობაში ბევრს არ მოსწონს და არ მოსწონს ასევე ბიძინა ივანიშვილსაც.
"მისთვის ძნელი იყო იმ რეჟიმში ემუშავა, როცა იგნორი უნდა გაუკეთოს კონსტიტუციას, ანუ იმ შეთანხმების პრინციპებზე, რომ მოდი, კონსტიტუცია გადავდოთ გვერდზე, რომ პრეზიდენტს არა აქვს როლი არც უშიშროების საბჭოს მიმართულებით, არც საგარეო მიმართულებით, არც მთავარსარდლის... "
ვანო მაჭავარიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ მთავრობის წევრების მხრიდან გარკვეული დისტანცირება მოხდა პრეზიდენტისგან.