-
2014-06-18 18:13
მამუკა არეშიძე გარდაბნის საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ხმებს ერთობლივად აყალბებდნენ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულზე მოქმედ საკრებულოში, ამ ორ პარტიას შორის, იდილიური ურთიერთობაა. არეშიძე ამბობს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მან გამარჯვება მაინც შეძლო და მარნეულის საკრებულოში ,,ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.
თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით, მერობის კანდიდატთა შორის, მეორე ტური, რვა თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც გაიმართება.