ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აღიარებს, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებში ნიკა მელიას რამდენიმე ასეული ხმა დააკლდა, მაგრამ ამას მექანიკური შეცდომებით ხსნის და აცხადებს, რომ ხმების რაოდენობა საბოლოო მონაცემებში გასწორდება.
ამის შესახებ თამარ ჟვანიამ "არჩევანში" განაცხადა.
"სწორედ ის სამი შემთხვევა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გამოაქვეყნა, იყო მექანიკური შეცდომა. ორჯერ ერთიანი აკლდა, საბოლოო ოქმში ეს გასწორდება. ერთგან გვქონდა ძირითადი ოქმი, მას ახლდა შესწორების ოქმი, თუმცა მისი მონაცემები არ იყო შეტანილი. ახლა სწორედ მექანიკური შეცდომების გასწორება მიმდინარეობს და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისას შეცდომებს ადგილი აღარ ექნება" - განაცხადა თამარ ჟვანიამ.