-
2014-06-13 12:35
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი ამჯერად შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ის 26 მაისის მიტინგის დარბევაში მონაწილეობდა.
ამის შესახებ განცხადება იური ვაზაგაშვილმა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბარში გააკეთა:
„ 26 მაისის დარბევაში არ ვმონაწილეობდიო, ამბობს თუმცა ჩვენ სხვა რამე ვიცით. დიახ უამრავი ინფორმაცია გვაქვს და ისეთ ადამიანს გავაკეთებინებთ განცხადებას რომელსაც 2012 წლის არჩევნების დროს ჭიკაიძემ სცემა და ხელი მოტეხა.
მას მალე გაიცნობს საზოგადოება ვურჩევ ჭიკაიძეს და ჩენს მოყვანილ ხელისუფლებას, გონს მოეგონ თორემ ხალხი განაწყენებულია და მერე გვიან იქნება... მოვუწოდებ ჭიკაიძეს ნებით დატოვოს თანამდებობა! სირცხვილია ჭიკაიძე რომ არის მინისტრი.
ეს 28 წლის გამოუცდელი ყმაწვილი ამხელა სამინისტროს ხელმძღვანელობს თუმცა მისი წარსული მოსახლეობამ კარგად იცის . მალე დაიწყებს ხალხი გამოსვლას“ - აცხადებს იური ვაზაგაშვილი გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში.