-
2014-06-07 13:52
საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის სპიკერს მიმართავს. ბაჩო ახალაია წერს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გზაა სოხუმისკენ და ხელისუფლებისგან მოითხოვს, საჯარო გახადოს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთტან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკება.
ბაჩო ახალაია წერს:
„საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონებო, დაჟინებით მოვითხოვ თქვენგან, არ მიიღოთ ისეთ გადაწყვეტილებები, რომლის კონტურებიც ბოლო პერიოდში აშკარად იკვეთება. თქვენ არ გაქვთ უფლება სოხუმსა და ცხინვალთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკა კარდინალურად შეცვალოთ. უცილობლად უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ესაა გზა სოხუმისკენ და არა პირიქით.
თქვენს მიერ წარმოებული პოლიტიკა, ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ აფხაზეთის რუსეთთან შეერთება შეიძლება გარდაუვალი იყოს, რაც თავისმხრივ დეფაქტო რუსეთის აფხაზეთში ერთადერთ რამე გამოიწვევს - ძლიერ პარტიზანულ ომს. ნუ უბიძგებთ ისედაც მძიმე ყოფაში მყოფ ქართველ ხალხს უარესი მომავლისა და სირთულეებისაკენ.
ამავდროულად, დაჟინებით მოვითხოვ თქვენგან, საჯარო გახადოთ ყველა მოლაპარაკების შინაარსი, რომელიც რაიმე სახით სოხუმსა და ცხინვალს ეხება, მიეცით ამის განსჯის უფლება იმას ვისი საქმეც ეს არის - ქართველ ხალხს. არც შეეცადოთ ოკუპაციის პრობლემა ხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხამდე დაიყვანოთ.
ბოლოს, კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვითხოვ, არათუ აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დათმობის, არამედ მათ მიმართ მკაცრი პრინციპული პოლიტიკის ოდნავი ცვლილებაც კი არ უნდა გახადოთ არცერთი მოლაპარაკების, მათ შორის რუსეთთან მიმდინარე ე.წ. ეკონომიკურ-კულტურული მოლაპარაკებისთვის, სავაჭრო თემის მსგავსიც კი.
იხელმძღვანელეთ საქართველო მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკით და არა მხოლოდ თქვენი პირადი მოკლევადიანი გამოწვევებით.
ბაჩო ახალაია
04.06.2014
ს.ა.დ. N9 დაწესებულება
თბილისი“.
