ანი ნადარეიშვილი: გახსოვთ გენერალ თათუხაშვილის განცხადება, რომ რომა შამათავას ლიკვიდაცია იგეგმება?

Image

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი, თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქით“ ეხმიანება რომა შამათავას შესახებ შსს-ს განცხადებას და წერს, რომ ხელისუფლება ცდილობს, გმირებს პატიმრობა გაუხანგრძლივოს.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ცოტა ხნის წინ გახსნილად გამოაცხადა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმე და მისი სიცოცხლის მოსპობაში ე.წ. ხურჩის ტერაქტის გამო უკვე დაკავებული კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დაადანაშაულა.

 

ანი ნადარეიშვილი წერს:

 

„უგუნური და პანიკაში მყოფი ხელისუფლების იდიოტური სქემა, თუ როგორ გაუხანგრძლივონ გმირებს პატიმრობა, რომელსაც უკვე პატარა ბავშვიც კი ხვდება, რომ მარაზმია. 

 

რომა შამათავა არის საქართველო გმირი, ამას ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, მისი თავისუფლებაზე ყოფნა რბილად რომ ვთქვათ ძალიან არ აწყობს რუსეთს, მითუმეტეს აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო, და სწორედ მათი დავალებით არის გამოკეტილი ციხეში. ყველას გახსოვთ ალბათ გენერალ გოგი თათუხაშვილის განცხადება, რომ მისი შვილის შემდეგ რომას ლიკვიდაცია მოხდება. 

 

რომას წინასწარი პატიმრობის ვადა 21 ივლისს ეწურება, ისე როგორც ბაჩოს 26 ივლისს. სასამართლოს წინაშე გაფარჩაკებული პროკურატურა ხვდება რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება, სწორედ ამიტომ დგება რომას გარეთ გამოსვლის საშიშროება და სწორედ ამიტომ დასჭირდათ იმ სქემის გამოყენება, რომელსაც აგერ უკვე თითქმის ორი წელია ბაჩოს მიმართ იყენებენ - ყოველი გამამართლებელი განაჩენის წინ ახალი ცრუ ბრალდება პატიმრობის კიდევ 9 თვით გასახანგრძლივებლად. 

 

P.S. ხო, და კიდევ, ლეგენდების შეთხზვას, ჯერ ადამიანის გვამი იპოვონ და მერე დასდონ ბრალი მეორე ადამიანს მის მკვლელობაში. უგვამო მკვლელობა არ გამიგია მე...“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !