
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე პრეზიდენტი ხელმოწერის თემაზე ,,ჩაძიებასა“ და გართულებას არ აპირებს.
აბაშიძემ ისიც აღნიშნა, რომ კონსულტაციები ასოცირების ხელმოწერის თაობაზე პრეზიდენტთან არ გამართულა:
„საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა, მაგრამ ამ შეთანხმების სტრატეგიული და მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამის რაიმე გართულებას, გამწვავებას ან, ასე ვთქვათ, გამოდავებას და მსგავსი საკითხის დღის წესრიგში დაყენებას არ აპირებს. კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან, როგორც მოგახსენეთ, არ გამართულა“, - განაცხადა აბაშიძემ.