წულუკიანი:ყველა დავიღალეთ იმის შემყურე, თუ ვინ მოაწერს ხელს

Image

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანis თქმით, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის  თემით დაიღალა პრეზიდენტი, დაიღალა პრემიერი, დაიღალა თითოეული მოქალაქე და დაიღალა თვითონაც. 

 

 


"დაიღალა პრეზიდენტი, დაიღალა პრემიერი, დაიღალა თითოეული მოქალაქე, დავიღალე მეც. ჩემთვის, მთელი მთავრობისთვის, პრეზიდენტისთვის არ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს დებატი შედგა ამ თემაზე, რაც დასანანია. დღეს მთავრობამ დასვა წერტილი.

 

თქვა, რომ პრემიერი მოაწერს ხელს. მე ძალიან გამიხარდა პრეზიდენტის განცხადება, როგორც ქვეყნის გამაერთიანებლის, იმ ადამიანის, რომელმაც ზემოდან მასშტაბურად უნდა უყუროს მოვლენებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარია ქვეყანამ მოაწეროს ხელი, ამას იზიარებს პრემიერი და მიხარია, რომ მოქალაქეებიც ასე თვლიან", - აღნიშნა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში". 

 


მისივე თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტსაც შეუძლია მოაწეროს ხელი და პრემიერსაც.

 

 "დიპლომიანი, უდიპლომო, ვერავინ ვერ ამბობს იმას, რომ პრემიერს არ აქვს უფლება ხელი მოაწეროს ან პრეზიდენტს არ აქვს უფლება ხელმოწერის. ყველა ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტსაც შეუძლია ხელი მოაწეროს, რაღაც შემთხვევებში მთავრობის თანხმობა სჭირდება და თუ მოაწერს რაღაც შემთხვევებში, კონტრასიგნაციაც საჭიროა.

 

პრემიერსაც შეუძლია მოაწეროს. ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა ნორმების საფუძველზე. რაც დასკვნები კეთდება, ეს არის პოლიტიკური საკითხი. არავის აქვს არავიზე დომინირების სურვილი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !