-
2014-05-22 21:00
"ღირს გადავიკითხოთ კლასიკოსები" - ამ შესავლით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" თავის ოფიციალურ გვერდზე "კვაჭი კვაჭანტირაძის" ფრაგმენტი გამოაქვეყნა.
"ღირს გადავიკითხოთ კლასიკოსები.
გთავაზობთ ამონარიდს მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძედან“:
“ერთი ჯგუფი ასე ჭორიკნობდა:
- ახალი ამბავი გაიგე? ეკითხებოდნენ ერთმანეთს ქუჩებსა,
კლუბებსა, თეატრებსა და რესტორნებში, - (კვაჭი კვაჭანტირაძე) ჩამოსულა.
- შენი ჭირიმე. მართლა? მადლობა ღმერთს!
და იმ ჯგუფს ასეთი ცეცხლი ეკიდებოდა:
- თურმე ევროპის ბანკებში ორმოცი მილიონი ნაღდი ფული დაუგროვებია.. სთქვა ერთმა.
- ორმოციც იქნება და ასიც
- თურმე ეს ფული აქ უნდა ჩამოიტანოს და დაატრიალოს.
- მე ნამდვილს გეტყვით. თურმე ოცი მილიონი მთავრობას უნდა ასესხოს ბონების გასამტკიცებლად, ოცი მილიონი გზებზე დახარჯოს, ორმოცი - ელექტროს სადგურებზე, ოციოდე ქარხნების მოწყობაზე, ათიოდე - სტიპენდიებზე, და ორმოციოდე - ჯარზე.
მეორე ჯგუფშიც დაახლოებით იგივეს იმეორებდენ და (კვაჭის) წარსულს იგონებდენენ.
-(კვაჭმა) დღევანდელი ბედისაგან რუსეთი ათი წლის წინ გადაარჩინა.
- პარიზის და ლონდონის ბირჟები ერთ კვირაში ყირამალა გადაატრიალა.“
მე მგონი ზემოთ ციტირებული კომენტარს არ საჭიროებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.