
პოლიტოკოგი და ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ლევან ვასაძე არათუ პოლიტიკაში მოდის, არამედ უკვე მოსულია, რადგან მისი ნაბიჯები შემთხვევით ნაბიჯებს არ ჰგავს.
ამის შესახებ სოსო ცინცაძემ „ივერიონთან“ განაცხადა. თუმცა, სოსო ცინცაძე ვარაუდობს, რომ ხალხი, რომელმაც უკვე ბევრჯერ იწვნია იმედგაცრუება, ბრმად ვერც ვასაძეს ენდობა:
„დღევანდელ მთავრობასაც ეგონა, რომ არ შეიცვლებოდა, მაგრამ ხედავთ, „ნაციონალების“ გზით რომ მიდიან. იმდენჯერ იკბინა ჩვენმა ხალხმა თითზე, რომ ვერც ვასაძეს და ვერ შვეიცარიის ბანკს ვერ ენდობიან გულუბრყვილოდ. ვასაძე ისე მოდის, როგორც ივანიშვილი მოვიდა - ე.წ. მოკავშირეებს მერე დაუწყებს ძებნას და უფრო დიდი საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით.
ის უკვე დიდი ხანია პოლიტიკაშია. მისი ქცევა დილეტანტის აქტიურობასა და ცნობისმოყვარეობას არ ჰგავს, მისი ნაბიჯები პოლიტიკაში არ არის შემთხვევითი. ის მომზადებული შემოვიდა პოლიტიკაში და ძალებს სინჯავს“, - ამბობს სოსო ცინცაძე.