
რადიოწამყვანი გია კორკოტაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას მხრიდან NATO-სთვის თავდაცვითი სისტემების საქართველოში განლაგების შეთავაზება იმით იყო განპირობებული, რომ თავდაცვის მინისტრს პირადი კეთილდღეობა გარანტირებული აქვს.
„ეს მართლა რომ მოხდეს, რუსეთი გაგვღეჭავს. ალასანია NATO-სა და ამერიკას რომ ეპატიჟება, ჩამობრძანდით და სარაკეტო დანადგარები ჩვენთან დააყენეთო, ამის გამო რუსეთი ტანკებით რომ შემოგრუხუნდეს, ალასანია დახვდება?
ირაკლი ალასანიას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ამერიკული „ხედვა" აქვს. ასე იმიტომ „ხედავს", რომ პირადი კეთილდღეობა აქვს უზრუნველყოფილი. როგორც კი ამერიკელების მიმართ დიდ სიყვარულს გამოვამჟღავნებთ, გეუბნებით, რუსეთი გაგვღეჭავს.
ეს ურთიერთობები დაბალანსებული უნდა გვქონდეს. ნუთუ ვერ ხვდებიან ამას? ამერიკა კი ჩვენ გამო რუსეთს ომს არ დაუწყებს. ამის თვალნათელი მაგალითია უკრაინა“, - ამბობს გია კორკოტაშვილი.