-
2014-05-10 20:28
წყაროს გამჟღავნების ვალდებულება ჟურნალისტს არ შეიძლება დაეკისროს, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ფარული ჩანაწერების მოსალოდნელ გამოქვეყნებას შეეხება.
"მე არ მომისმენია ეს კონკრეტული განცხადებები, თუმცა აქ შეიძლება ერთადერთი საკითხი დადგეს გარანტიის კუთხით, რომ წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროს ჟურნალისტს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარანტიაა ჟურნალისტის, საერთოდ მედიის დამოუკიდებლობის.
ამიტომ პირველ რიგში, ამას უნდა მიექცეს ყურადღება, შემდეგ მოდის ის ვალდებულებები, რაც აქვს როგორც მედიის წარმომადგენლებს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჟურნალისტს გარკვეულწილად, მედიის დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, აქვს სწორედ ეს ერთ-ერთი უპირატესობა, რომ შეიძლება წყარო არ გაამჟღავნოს", - განაცხადა კუბლაშვილმა.
ტაბულა