საქართველოს პრემიერმინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „ივერიონთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენი პროცენტი ,,მიიღო“, ყველამ იცის, რომ დგანან ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე“.
ამასთან, გია ხუხაშვილი „შეთქმულების თეორიას“ უწოდებს რეიტინგში ირაკლი ღარიბაშვილზე წინ ირაკლი ალასანიას დაყენებას:
„NDI-ის კვლევა აბსურდია! ნებისმიერი თავმოყვარე ორგანიზაცია ანებებს ასეთ კვლევას თავს, ეს გაკოტრების ტოლფასია. პირდაპირ ვიტყვი: ირაკლი ალასანიას ირაკლი ღარიბაშვილზე წინ დაყენება ,,შეთმულების თეორიაა“, ოღონდ, არა საქართველოში დაგეგმილი, არამედ მასშტაბური და გლობალური“, - ამბობს ის „ივერიონთან“ ინტერვიუში.
გია ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილის გავლენის გარეშე ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსის პარამეტრები ალოგიკური იქნებოდა:
„ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი .... არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენი პროცენტი ,,მიიღო“, ყველამ იცის, რომ დგანან ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე. მათ, ბიძინა რომ არა, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ, რადგან მათი პირადი რეიტინგი, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, შორსაა NDI-ის კვლევის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ პროცენტებთან. ივანიშვილის გავლენის გარეშე, მათი დღევანდელი პარამეტრები ალოგიკურია!“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.