
ლექსო თამაზაშვილი განცხადებით ეხმიანება ინტერნეტში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თსუ-ში "თორმეტწლიანი სწავლის" შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, პარლამენტის მიერ მიწოდებულ ოფიციალურ დოკუმენტს ეფუძნებოდა.
"აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ ლექსო თამაზაშვილის განცხადებას:
"მოგესალმებით ყველას, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე დასამალი და მისაჩქმალი არასოდეს არ მქონია. მინდა დავაკმაყოფილო საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცნობისმოყვარეობა და იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც გამოიწვია ჩემს ხანგრძლივ სტუდენტობასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ და (არა)კეთილმოსურნეთათვის განვმარტავ:
2007 წელს მუშაობა დავიწყე სატრანსპორტო კომპანიაში, იურისტის თანაშემწედ (შემდგომში იურისტად 2008-2012 წლებში) იმ პეროდისთვის ვირიცხებოდი დამამთავრებელ სემეტრში , შესაბამისად ვეღარ მოვახერხე სწავლის და სამსახურის შეთავსება რის გამოც სტუდენტის სტატუსი შემიჩერდა.
2014 წელს გავიარე რეგისტრაცია დამამთავრებელ სემეტრის სტუდენტად. შეგახსენებთ რომ კანონით პარლამენტის წევრს არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება და შესაბამისად ზედმეტად მიმაჩნია, მსგავსი თემებით სპეკულირება .. დაინტერესებულ პირებისთვის ასევე მინდა განვასაჯაროვო, რომ:
2008 წელს გავიარე FIATA-ს კურსები (ფიატა ეს არის საერთაშორისო გამადზიდავთა ასოციაცია, რომელიც 1926 წელს დაარსდა ავსტრიაში და მასში 40,000-ზე მეტი გადამზიდავია გაერთიანებული მსოფლიოს გარშემო) და სურვილის შემთხვევაში წარმოგიდგენთ შესაბამის დამადასტურებელი დიპლომი .
პატივისცემით, ალექსანდრე თამაზაშვილი"- ნათქვამია განცხადებაში.