თეა თუთბერიძე: მიშა რომ შევარდნაძეს არ ეთანხმებოდა, ადგა, პარტიიდან წავიდა და ახალი შექმნა

Image

სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტივობით ცნობილი თეა თუთბერიძე გიგი უგულავას საჯარო წერილს ეხმიანება და წერს, რომ ენმ-დან მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება (რა გზავნილსაც, მინიშნებების მიხედვით, გიგი უგულავას წერილი შეიცავს) სწორი და გამართლებული არ იქნება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც შევარდნაძეს არ ეთანხმებოდა, მისთვის პარტიის "ასახევად" მუშაობა კი არ დაუწყია, ადგა, წავიდა და ახალი პარტია შექმნა. 

 

"აფხაზეთის ხმა" თეა თუთბერიძის წერილს გთავაზობთ:

 

მიუხედავად იმისა, რომ გიგი ძალიან მიყვარს, ეს ყველაფერი იმისი გაგრძელებაა, რასაც სამწუხაროდ 2012 წელს გადააყოლეს სააკაშვილის ხელისუფლება და ქვეყანაც, სამწუხაროდ - მიშას მოშორება, ჩამოშორებას. 

 

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს თავის დროზეც ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, ჰქონდა შეცდომები და ვიღაცებისგან განსხვავებით დღეს რომ აჭყლოპინდნენ, ამას ღიად ვამბობდი მაშინ და იმასაც, რასაც მიმაჩნდა რომ სწორს აკეთებდა, ვთვლი რომ მიშას ჩამოშორება ენმ-დან გამოიწვევს ამ პარტიის საბოლოო დეგრადაციას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ პარტიას ამომრჩეველი არ აძლევს ხმას გიგას, გიგის, ელენე ხოშტარიას, ოთო კახიძის და ა.შ. ბევრი ჩემთვის საპატივცემულო ადამიანის გამო. ამ პარტიის ამომრჩევლის სულ მცირე 98% ხმას აძლევს სწორედ მიშას და არა სხვებს ამ პარტიაში. ამას ან ვერ ხვდებიან ზოგიერთები (რაშიც ეჭვი მეპარება, რომ ასე იყოს), ან ხვდებიან და შეგნებულად მიდიან იმაზე, რომ ენმ დაემსგავსოს რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც ვეღარასდროს საკუთარი ძალებით ვერც ერთ არჩევნებზე ბარიერსაც კი ვერ გადალახავს სხვებთან კოალიციაში შესვლის და გაერთიანების გარეშე (ეს სხვები კიდევ ვინ არიან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში ყველამ კარგად ვიცით).

 

ჩემთვის პირადად გიგას, გიგის, დათო დარჩიაშვილის, ზურა ჭიაბერაშვილის, სერგო რატიანის, ნიკა რურუას და კიდევ გარკვეული ადამიანების ღირებულებები ვინც ამ პარტიაში არიან, არა თუ მისაღებია, არამედ ათი ხელი რომ მქონდეს, ათივე ხელს ავწევდი იმ იდეების გასატარებლად და მხარდასაჭერად რაც მათ აქვთ. მაგრამ არის ერთი მაგრამ . . . მე ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თურმე სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს პარტიას (თავისივე შექმნილ პარტიას) და თურმე დავით ბაქრაძემ, ან თუნდაც გიგამ, ან გიგიმ ან ვინმე სხვამ უნდა ჩაანაცვლოს ის. ბევრისგან განსხვავებით ბელადომანიით არასდროს ვყოფილვარ დაავადებული და საკუთარი თავის ბელადიც თავად ვიყავი ყოველთვის (აქაც სხვებისგან განსხვავებით), მაგრამ თუ ეს ჩემთვის მეტად პატივსაცემი ადამიანები თვლიან, რომ დღეს ისინი იმდენად ძლიერი პოლიტიკოსები არიან რომ შეუძლიათ პარტია არა თუ მიშას გარეშე მართონ, გაამარჯვებიონ კიდეც 2020 წლის არჩევნებზე, მაშინ რა უშლით ხელს იმაში, რომ შექმნან ახალი, დასავლური ღირებულებების კარგი პარტია და მოემზადონ ამ თავიანთი ძალებით 2020 წლის არჩევნებში ბიძინას დასამარცხებლად? შეეშვით ამ მიშას და მის შექმნილ პარტიას, იყოს ის ცალკე და აკეთოს ის რასაც თვლის საჭიროდ. 

 

თუ მიშამ შეძლო 2001 წელს და შეექმნა ახალი პარტია (არც თუ ისე დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონემ) და ეს პარტია 2003 წელს უკვე ხელისუფლების სათავეში მოვიდა, თქვენ რა გაგიხდათ და რა გიშლით ხელს შექმნათ ერთი პარტია 2016 წელს და მოემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის? ჩემივე აშენებული სახლიდან ჩემ გაგდებას რომ ცდილობთ, ეგ სადაური წესია? ამას ვერანაირი პარტიის დემოკრატიული წესების საფარველით ვერ შენიღბავთ, არ ინიღბება და არც შეინიღბება. გამოჩნდა ეს არჩევნების მეორე ტურზე კარგად. 

 

ამიტომ, ჩემი კეთილი რჩევა იქნება ჩემო მეგობრებო, იზრუნეთ და იფიქრეთ იმაზე რაც ზემოთ უკვე დაგიწერეთ. მიშა როცა შევარდნაძეს აღარ ეთანხმებოდა, კი არ ამდგარა და პარტიის ასახევად მუშაობა კი არ დაუწყია, ადგა, წამოვიდა და შექმნა ახალი პარტია. რაც იყო სწორი, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად. 

 

თქვენ დღეს გაქვთ საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება დაგროვილი (მიშას იმ დროს მაგდენიც არ ჰქონდა). ამდენი დეგენერატების პარტიების არსებობას ქვეყანაში, არ ჯობია არსებობდეს თუნდაც ორი სწორი ღირებულებების ჯანსაღი პარტია? ჯობია. ხომ თვლიან ვიღაცები რომ მიშას გამო ენმ-მ ხმები დაკარგა? ხომ თვლიან ვიღაცეები, რომ ადამიანებში არსებობს შიში მიშას მიმართ და ა.შ. და თუ ეს შიშის გრძნობა მოიხსნება, ისინი მხარს დაგიჭერენ?

 

ახლა მეორე მხრიდან შეხედეთ: შესაძლოა ეგრეც იყოს, მაგრამ იმაზე დაფიქრდით რამდენჯერ მეტ ამომრჩეველს დაკარგავს მიშას ჩამოშორებით ენმ? ძალიან, ძალიან ბევრს. ამიტომ მოდით ნურც ენმ-ის ამომრჩეველს ნუ დავკარგავთ და ის ამომრჩეველიც, რომელზე გათვლის გაკეთებასაც ფიქრობთ, მოიზიდეთ იმ პარტიაში სადაც მიშა არ გეყოლებათ და სადაც წინასაარჩევნო დაპირებებს თქვენ გასცემთ".

რედაქტორის რჩევით

29 მაისს მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

2019-05-23 16:33
29 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

"სპექტაკლის დაწყებამდე ფარდიდან ცალ თვალს დარბაზში მსხდომ ასობით ლამაზ გოგონას შეავლებდა"-რა ხდებოდა სპეკტაკლის დაწყებამდე

2019-05-23 13:09
საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა რეზო ჩხიკვიშვილმა განსაკუთრებული პოპულარობა სპეკტაკლიდან ...

26 მაისს ნოდიკო ტატიშვილი ბათუმში კონცერტს გამართავს

2019-05-23 12:19
მომღერალი ნიდიკო ტატიშვილი ზღვისპირა ქალაქში კონცერტს გამართავს.

Prada 2020 წლიდან ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს

2019-05-23 11:57
ამის შესახებ Fur Free Alliance, FFA-ს ხელმძღვანელმა ჯონ ვინდინგმა განაცხადა. FFA აერთიანებს 50...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.1001
0.0153
100
RUB
 - 
4.3239
0.0334
1
USD
 - 
2.7756
0.0080

გუშინ:

ჰიტები:638 უნიკალური:500

მიმდინარე:

ჰიტები:447 უნიკალური:351