ზურა ჯაფარიძე კულტურის მინისტრის გადადგომას ითხოვს

Image

,,ახალი პოლიტიკური ცენტრ-გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და კულტურის მინისტრის დაუყოვნებლივ გადაყენებას ითხოვს. ჯაფარიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ბ-ნო პრემიერმინისტრო, ზურა ჯაფარიძე გწერთ, საქართველოს პარლამენტის წევრი.

მას შემდეგ, რაც პრემიერი გახდით, არაერთი ინიციატივა გააჟღერეთ. ჯერჯერობით ყველა ის ინიციატივა, რომელთაც სიხარულით დავუჭერდი მხარს (გადასახადების შემცირება, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულების დეკრიმინალიზაცია, შემოსავლების სამსახურის მოქმედებების რეგლამენტირება) გადაიდო გაურკვეველ მომავალში.

 

ბოლო კვირების განმავლობაში რა ინიციატივებიც მესმის მთავრობის სხდომებიდან, ძირითადად პოპულისტურია (ჩემი აზრით) და საზიანოა ეკონომიკისთვის. მაგრამ ამ წერილის მიზანი არ არის დავა ხედვებთან და ღირებულებებთან მიმართებაში. ერთი შეხედვით გაცილებით მარტივი საკითხს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება.

 

თუ გაეცნობით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ამ კვლევას http://www.transparency.ge/…/interesta-sheutavseblobisa-da-…, ნახავთ რომ თქვენი მთავრობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მისი პირველი მოადგილე, კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი, დანიშვნის დღიდან დღემდე, რეგულარად, მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ კომპანიებს აძლევენ გადასახადის გადამხდელების ფულს, მილიონობით ლარს. ამას აკეთებენ ღიად, დაუფარავად, ხშირად ყოველგვარი ფორმალობების გვერდის ავლით (მაგ. კონკურსის) და სრული განცდით რომ მათ ამის გამო პასუხი არ მოეთხოვებათ.

 

თუ გაეცნობით საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსის 92-ე მუხლს, ნახავთ რომ:

 

‘1. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;
ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;
ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

 

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.’

 

თუ გაეცნობით საქართველოს კანონის ‘საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, ნახავთ რომ:

 

"ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან.’

 

იგივე კანონის მე-11 მუხლს, თუ ნახავთ:

 

‘1. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს, ამასთან, უარი განაცხადოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე.

 

2. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ხელმძღვანელ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან სხვა თანამდებობის პირს აკისრებს ამ მოვალეობას.

 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ხელმძღვანელი ორგანოს) წერილობითი ნებართვის საფუძველზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს.’

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დღეს აღნიშნულ კვლევაზე გასცა სრულიად ცინიკური პასუხი http://www.culture.gov.ge/…/saqartvelos-kulturisa-da-dzeglt….

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, უნდა დადგეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი და მან უნდა დატოვოს თანამდებობა!", - აღნიშნულია ღია წერილში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !