„მეგონა, ჩემი ფინანსური და ადამიანური რესურსი ქვეყანას წაადგებოდა, მაგრამ...“ - ბიზნესმენის ღია წერილი ივანიშვილს

Image

ბიზნესმენი მერაბ ფერაძე საქართველოს ექსპრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. ბიზნესმენი წერს, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა და ბიზნესში ფული ჩადო, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება მის განვითარებას ხელოვნურად აფერხებს. 

 

„აფხაზეთის ხმა“ უცვლელად გთავაზობთ ბიზნესმენის ღია წერილს:

 

„მე ვარ  მერაბ ფერაძე,  51 წლის, დაბადებული და მცხოვრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში.  1983 წლის შემოდგომიდან 2012 წლამდე ვმოღვაწეობდი რუსეთის ფედერაციაში.  როდესაც შემისრულდა 45  წელი, 2012 წელს ვიგძენი, რომ მჭირდებოდა ჩემი სამშობლო და შესაბამისად გადავწყვიტე ჩემი გამოცდილების და ინვესტიციის საქართველოში დაბანდება. შევქმენი ქართული ოჯახი  და დღეს ვარ ოთხი შვილის მამა.    

 

დავფუძნდი ჩემს  კუთხეში  და გადავწყვიტე  ბიზნეს საქმიანობა გამეგრძელებინა ჩემი კუთხის ასაღორძინებლად და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვინაიდან, როცა ჩამოვედი იყო  უმუშევრობის დიდი ნაკადი და ხალხს სჭირდებოდა გვერდით დგომა.

 

ჩამოსვლისთანავე   დავიწყე ბიზნეს საქმიანობა, დღესდღეობით სულ 15 სახეობის ბიზნეს ვაერთიანებთ სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, სპორტული კომპლექსითა და საავადმყოფოთი დამთავრებული.   დასაქმებული მყავს 300-ზე მეტი ადამიანი.

 

მეგონა ჩემს მიერ დახარჯული ფინანსური და ადამიანური  რესურსები  ქვეყანას სჭირდებოდა და მას მიიყვანდა  წარმატებამდე, სამწუხაროდ,  მივხვდი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონს ჩემი საქმიანობა და დაიწყეს ხელის შეშლა.

 

წარმოებისათვის მესაჭიროებოდა შენობა-ნაგებობები,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის ბ-ნ კარლო ჯამბურიასა და  კახეთის რეგიონის  გუბერნატორის ბ-ნ ირაკლი შიოლაშვილის ხელშეშლით დღესაც  ვერც ერთი შენობა ნაგებობა ვერ დავარეგისტირე. ძალიან დიდ წინაღობებს ვაწყდები ადგილობრივ სასამართლოებშიც. სამოქალაქო დავაა მიწის ნაკვეთზე,  მოსამართლეებს  4 წლის განმავლობაში ვერ გადაუწყვეტიათ ვინ არის მტყუან მართალი. 

 

სასამართლოს სხდომებზე მოსამართლეები ისე მეპყრობიან, თითქოს მათ წინაშე მაქვს უზარმაზი ვალი, თითქოს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, არაფერს წარმოვადგენ. ჩემი უფლებები არ არის დაცული და გადაწყვეტილებას როგორც უნდათ ისე ღებულობენ.    უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ  ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე 56 000 (ორმოცდათექვსმეტი ათასი) ამერიკული დოლარი  წამართვა და გადასცა რუსეთის მოქალაქეს.   არსებული ფაქტებით მივმართე  სახელმწიფო კანცელარიას, სახალხო დამცველის ოფისს, პროკურატურას, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა არც ერთი მხრიდან.

 

იძულებული ვარ მოგმართოთ პირადად თქვენ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ,  რომ თქვენამდე არ მოსულა ესინფორმაცია. თხოვნით მოგმართავთ, რომ დაგვეხმაროთ, ვინაიდან ვფიქრობ, საქართველოში მსგავს სიტუაციაში ერთადერთი არ ვარ და ბევრ ბიზნესმენს ექნება წინაღობები და მიმაჩნია ბაქაქურების, შიოლაშვილების და ჯამბურიების გულისთვის არ უნდა ეშინოდეთ მსოფლიოს ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების დაბანდება, რაც ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნულია წერილში.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !