"გგონიათ, ქვეყანა ჩალითაა დახურული?"; "კრამიტით, მამაო, მარსელის კრამიტით..."

Image

გაზეთი "ქრონიკა პლუს" აქვეყნებს ვრცელ სტატიას, სადაც განხილულია, რა ფაქტორები გაითვალისწინა ბიძინა ივანიშვილმა მანამ, სანამ პარტიას "ქართულ ოცნებას" დაარქმევდა და, ზოგადად, რა კრიტერიუმებით არჩევენ პარტიები სახელს, ლოგოს, ემბლემას და სხვა პოლიტიკურ მანიშნებლებს. 

 

სტატიის ავტორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაგალითსაც იხსენებს და ამბობს, რომ ამ სახელის შერჩევის დროს მთავარი როლი ერთიან ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობასთან მისი ჯღერადობის ასოციაციურობამ ითამაშა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ენმ, მართლაც, იმავე სცენარით მიდიოდა, რა სცენარითაც ეროვნული მოძრაობა, მაგრამ მოგვიანებით მაინც დამარცხდა. 

 

ამის შემდეგ ავტორი უკვე "ქართული ოცნების" მიერ შერჩეულ პრიორიტეტებზე, ხოლო მასთან ბრძოლაში ჩაბმული ენმ-ს მხრიდან "ოცნების" დისკრედიტაციის ამაო მცდელობებზე მიანიშნებს:

 

"ბევრს ისიც გეხსომებათ, პრესა 2011 წელს წერდა, ბიძინა ივანიშვილი მისტიკურ სწავლებებს უკავშირდება და ოკულტისტებთან აქვს შეხებაო. რუსეთიდან გამოგზავნილი ქვებიც კი გამოფინა მაშინდელმა შსს-მ, ივანიშვილის ბარგიდან - აი, რითაა მილიარდერი დაკავებულიო. ამით ენმ ხავსს ეჭიდებოდა, რათა სარწმუნოებით მანიპულაციის მოყვარულ ადამიანებში ივანიშვილის სიძულვილი თუ არა, მის მიმართ გაუცხოება მაინც დაენერგა. ივანიშვილის ერთი ინტერვიუს ფრაგმენტიც ტრიალებდა ხშირად - მატერიალისტი ვარ და არ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობსო.

 

იმის მიუხედავად, რომ იმასთან დისონანსი, რასაც მართლმადიდებლობა და ზოგადად, ქრისტიანობა ქადაგებს, სახეზე იყო, ამ მესიჯებმა მაშინ ვერ იმუშავა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სამების აშენებაში შეტანილი უდიდესი წვლილით გამოხატულ ივანიშვილის სახისმეტყველებას ვერაფერი დააკლო მის წინააღმდეგ აგორებულმა სიმართლის შემცველმა, მაგრამ აგრესიულმა მესიჯებმა - ივანიშვილის სახისმეტყველების შეცვლა უარესობისკენ დისკრედიტირებულმა ენმ-მ მაშინ ვერ მოახერხა", - აღნიშნულია სტატიაში. 

 

"ჩვენი ინფორმაციით, პარტიის შექმნის დროს ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი იფიქრა მის სახელწოდებაზე. მისი გარემოცვიდან გამოსული ხმებით, სახელწოდების სხვადასხვა ვარიანტის განხილვაში, ფსიქოლოგების ჯგუფთან ერთად, თავად ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ შერჩევისას პრიორიტეტი სწორედ ამ დასახელების ასოციაციურობას მიენიჭა: ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად იცოდა, წლების გამოცდილებით, რასთან შეიძლება ასოცირდეს ქართველისთვის ქართული ოცნება: ფუქსავატობასთან, კანონის სიმკაცრის არტახების მოშვებასთან და... ბევრ, უშრომელად მოსულ ფულთან", - წერს ავტორი და ამ კუთხით ქართულ ცნობიერებაში ზღაპრებიდან და ლეგენდებიდან, სხვადასხვა თქმულებიდან თუ უბრალოდ, გაბატონებული შეხედულებებიდან დალექილ ნიუანსებზე ამახვილებს ყურადღებას. 

 

მართვის აკადემიის წარმომადგენელი სანდრო ჯეჯელავა ერთ საჯარო ლექციაში ამბობს, რომ ზღაპრები მთელ მსოფლიოში არის იმისთვის, რომ ფასეულობები, მორალის ნორმები ჩაუნერგოს პატარებს და ის არ არის მხოლოდ ადვილად დაძინების საშუალება.

 

ქართულ ზღაპრებში ცნობილი პერსონაჟებიდან (ხუთკუნჭულა, ნახევარქათამა, ცისკარა, ნაცარქექია, კომბლე, წიქარა, ასფურცელა...) თითქმის ყველასთვის დამახასიათებელი თვისებებია ტყუილი, ანუ ხრიკი და ეშმაკობა; ძალა, ანუ ძალადობა და ჯადოსნობა, ან ჯადოს გამოყენება.

 

ანუ, ქართულ ზღაპრებში დაცულია ზღაპრის მთავარი პრინციპი: ბოროტება იმარჯვებს სიკეთეზე, მაგრამ ეს ხდება ტყუილით (ეშმაკობით), ძალადობითა და ჯადოს მოშველიებით.

 

„ახლა გავიხედოთ გარეთ, რა ხდება? რა მეთოდებით ცდილობენ სიმართლის გატანას ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები იმის მიუხედავად, რომელ სფეროში არიან?“, - სვამს შეკითხვას ალექსანდრე ჯეჯელავა და თავადვე პასუხობს: - „აი, ამ მეთოდებით: ტყუილით, ძალადობით და ჯადოს მოშველიებით. ანუ, ჩვენ ჩვენი გაკვეთილი კარგად ვისწავლეთ: ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თუ გინდა სამართლიანობის აღდგენა, იძალადე, თუ ძალადობა არ შეგიძლია, მოიშველიე ტყუილი და ეშმაკობა და თუ არცერთი არ შეგიძლია, დაჯექი და დაელოდე ჯადოს.

 

იცნობთ ხალხს, ვინც ჯადოს ელოდება? არა? ევროკავშირი რომ გვიშველის ჯადო არ არის? „ის რომ მოვა, გვეშველება“ ან „ის რომ დაბრუნდება, გვეშველება“ არ არის ჯადო? ანუ, მე კი არ უნდა ვიმუშაო, მე უნდა დაველოდო... სამსახურს ველოდებიო, მითხრა ერთმა ჩემმა მეზობელმა და მე შევეცადე წარმომედგინა, როგორ მოვა ერთ დღეს ჩვენს ეზოში წარმომადგენლობითი დელეგაცია და როგორ მიართმევენ ამ ჩემს მეზობელს ოქროს ხონჩით სამსახურს“.

 

ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს „ის რომ მოვა, გვეშველება“ განწყობის დათესვა და ამის მასიურად განვრცობა შეძლო, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 2012 წელს ქართველების ცნობიერებაში ჯინივით გაშვებულმა „ქართული ოცნების“ სახისმეტყველებამ, ანუ ძველი ფასეულობებისადმი ლტოლვამ დაამარცხა შედარებით ახალფეხადგმული და საკმარისად ვერგამჯდარი ახალი ფასეულობების დაფასების გრძნობა, ანუ, უფრო ნათლად თუ ჩამოვაყალიბებთ, ოცნების სახისმეტყველებამ სძლია ნაციონალურ სახისმეტყველებას...", - წერს ავტორი და რეზიუმეს სახით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინს აღწერს:

 

"რამდენიმე თვეში ისევ არჩევნებია. ქართველი ამომრჩეველი ახლა უკვე დილემის წინაშე დგას. ნაციონალური სახისმეტყველება ერთხელ უკვე უარყოფილი და დისკრედიტირებულია, მაგრამ უსაშინლესი კრახი განიცადა ოცნების სახისმეტყველებამაც. სრულიად საქართველოს ამომრჩეველი დაბნეულიცაა: სადაა საშველი? ვინ გვიშველის? რა გვეშველება?

 

ფსიქოლოგები და არამხოლოდ ფსიქოლოგები, უბრალოდ, დაკვირვებული ადამიანებიც ცალსახად ასკვნიან, რომ არჩევნებს 2016 წელს სწორედ ის მოიგებს, ვინც ახალი სახისმეტყველების დამკვიდრებას ან ძველის სრულყოფილად რესტავრირებას შესძლებს. პოლიტიკური ბრძოლის ველს თუ გადავხედავთ, ამისთვის რამდენიმე პოლიტიკური ძალა იბრძვის. რა იქნება საბოლოოდ, ძნელი წარმოსადგენია, ხოლო დაპირებების არშესრულებით გამოწვეული, რიგითი ამომრჩეველის პრეტენზიისადმი პასუხი დღეს მოქმედი მთავრობის მხრიდან სწორედ ისეთია, როგორიც ქვესათაურად გამოტანილ, ერთი რომანის ეპიზოდში:

 

„-...თქვენ რა, გგონიათ, ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული?

-კრამიტით, მამაო, მარსელის კრამიტით!..“

 

ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა: ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჭორვილაში სახლები თავის დროზე, სწორედ მარსელის კრამიტებით გადახურეს..."

 

"ქრონიკა პლუს"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !