მამა ვახტანგი: "1992 წლის ბანკეტზე, ილია მეორეს გამარჯვებას და გამსახურდიას დამხობას ულოცავდნენ"

Image

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ 1999 წლის 13 აპრილის გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს ფრაგმენტებს. მამა ვახტანგ მარგიანს, რომელიც 1991-92 წწ სამხედრო გადატრიალების დროს სიონის ტაძარში მსახურობდა, ჟურნალისტი გულიკო ბალაძე ესაუბრება. 

 

ჟურნალისტი: „მამაო, ჩვენ ვსაუბრობთ 1991-92 წლების ტრაგიკული მოვლენებისადმი ეკლესიის დამოუკიდებლობაზე და იმაზე, თითქოს ილია მეორე მზად იყო დამდგარიყო ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის...“

 

მამა ვახტანგი: „რაც ვთქვი, იმაზე იურიდიულად ვაგებ პასუხს: ჩემზე კარგად იცით, რამდენიმე დღე მიმდინარეობდა სროლები... ხშირად მიხდებოდა სიარული სიონში, აბა სახლში რა გამაჩერებდა, მღვდელი ვიყავი და სიონში, მით უმეტეს, ხშირად დავდიოდი...

 

ვნახე ამხანაგები, თანასემინარიელები, მათ შორის ერთი იყო ქუთაისელი, გვარად შავგულიძე და კიდევ ერთი, მაგრამ მისი გვარი არ მახსოვს. ...გადაწყდა, შემახვედრებდნენ გამსახურდიას, სადაც ბუნკერი იყო. მე დავუშვი დიდი შეცდომა, რომ მანამდე არ წავედი, სახტად დავრჩი, როცა 6 იანვარს გამსახურდია უკვე წავიდა.

 

ამ დროის განმავლობაში უკვე ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ არამორწმუნენი და იყო შეძახილები: „ძირს ეკლესია!“, „ძირს ილია მეორე!“, ილია მეორე კი არ ჩანდა.

 

შაბათს, 6 იანვარს წავედი, რათა მიმეღო მონაწილეობა საშობაო წირვაში, მოვიდა ილია მეორე სამღვდელოებასთან ერთად, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, მაგრამ სიონს აშკარად დაეტყო ხალხის ნაკლებობა.

 

შავგულიძეს და იმ მეორე მეგობარს აღვუთქვი, რომ გამსახურდიას აუცილებლად ვინახულებდი და ასეც ვაპირებდი - ვიფიქრე, ჯერ ბარემ ვეზიარები-მეთქი და მეორე დღეს კი ზვიად გამსახურდიას მთავრობა განდევნილი იყო საქართველოდან.

 

მეორე დღეს ილია მეორემ ბანკეტზე დამპატიჟა. ის ბანკტებს სადღესასწაულო დღეებში იხდიდა. ბანკეტი ჩატარდა, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იმჟამად იქ მყოფთათვის სულ არ იყო შობა მნიშვნელოვანი დღესასწაული. ყველაზე კარგი თამადები იყვნენ დიაკონი ლევან სხილაძე და ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი.

 

ილია მეორეს ყველა ულოცავდა გამარჯვებას, ვინაიდან მისი ლოცვით (ვაგებ პასუხს, მარტო ხომ არ ვიჯექი იმ სუფრასთან, თუ ვინმეს სინდისი შეაწუხებს)... ულოცავდნენ ილია მეორეს,  ვინაიდან ილია მეორის ლოცვით იყო, რომ ილია მეორე წამდაუწუმ...“

 

ჟურნალისტი: „ლოცვით რომ იყო, რა?..“

 

მამა ვახტანგი: „რომ განდევნა გამსახურდია საქართველოდან. და რას უწოდებდნენ, თვითონ სამღვდელოება, ვინც იქ ისხდნენ, მაგალითად, კონსტანტინე მელიქიძე... ერთი სიტყვით, ილია მეორეს გამარჯვებას ულოცავდნენ, ულოცავდნენ გამსახურდიას დამხობას.

 

ილია მეორე გვაჩვენებდა ნატყვიარს ფანჯარაში. ასეთი რამ ასეთი არეულობის დროს სულაც არ არის დანაშაული, ხომ შეიძლებოდა, სხვა ვინმეს ესროლა, მაგრამ გინდა თუ არა, გამსახურდიას მომხრეებს მიაწერდნენ, გაოგნებული ვიყავი, რადგან არ მეგონა, თუ მე კათოლიკოსის სახით ამ ადამიანს დავინახავდი, აღვსილს ზიზღით...

 

რა თქმა უნდა, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მისალოცი სადღეგრძელოების თქმაში არქიმანდრიტი დანიელი და დიაკონი ლევან სხილაძე, რომლებიც ულოცავდნენ გამარჯვებას ილია მეორეს..."

 

ჟურნალისტი: "მამაო, შეიძლებოდა თუ არა, სინოდი გამოსულიყო, დამდგარიყო ბარიკადების სხვადასხვა მხარეს და სისხლისღვრა შეწყვეტილიყო?"

 

მამა ვახტანგი: "ვალდებული იყვნენ. არ გამომივიდეს გამსახურდიას დაცვა, მაგრამ ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ყველაფერში რაღაც გვიშლის ხელს: ვიღაცას გამსახურდიას მეგრელობა უშლიდა ხელს...

 

ერთმანეთს პირნათლად სევხედოთ თვალებში: მე რა პასუხისმგებლობაშიც უნდა ჩავვარდე, არ მაქვს უფლება, გამსახურდიას არ ვუწოდო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, მორწმუნე. იმიტომ რომ, რასაც გამსახურდია ებრძოდა, იქნებოდა ეს არალეგალურად თუ ლეგალურად, და საერთოდ, ყველა ის ბრალდება, რასაც ის მარქსისტულ საზოგადოებას უყენებდა, ამ ყველაფრის გაკეთება ეკლესიის პრეროგატივა იყო...

 

...როცა 70-იან წლებში გამსახურდია და კოსტავა დააპატიმრეს, გაზეთი "კომუნისტი" სავსე იყო ეკლესიის მხრიდან მათზე ცრუ მონაჭორითა და ბრალდებებით. ეკლესია თავად გამოდიოდა ბრალმდებლის როლში და ხშირად აჭარბებდა ცენტრალურ კომიტეტს, მინისტრთა საბჭოს, საშინელ სუკს... ხშირად ეკლესია გამსახურდიას ერთა შორის შუღლის ჩამომგდებს უწოდებდა... ვინ იყვნენ ესენი? ახლავე გეტყვით: მიტროპოლიტი მაჟუგა - ნეველის ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი გაიოზ კერეტაშვილი, ქორეპისკოპოსი. წილკნელი ეპისკოპოსი, სემინარიის რექტორი, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლ ცერცვაძე და ასე შემდეგ...

 

ხედავთ, რა ხდებოდა? იმის ნაცვლად, რომ ეკლესიას დაეჭირა მხარი ამ პიროვნებისა და მისი იდეებისთვის, პირიქით მოხდა: ეკლესია გახდა გამსახურდიას იდეების მოგერიების ერთერთი საშუალება...

 

...რაც შეეხება იმ ტრაგიკულ მოვლენებს, ვალდებული იყვნენ, მისულიყვნენ იქ და ყველაფერი ეღონათ სისხლისღვრის შესაჩერებლად, მაგრამ პირადად ილია მეორემ ხომ არჩია დუმილი? ამ დუმილში რა იმალებოდა, თვითონ უნდა მიხვდეთ..."

 

ჟურნალისტი: "მამა ზაქარიამ თქვა, ილია მეორე ავად იყოო..."

 

მამა ვახტანგი: "ტყუილია, არავითარი ავად ის არ ყოფილა... თუ ავად იყო, ქორეპისკოპოსიც ავად იყო? მთელი სამღვდელოება ავად იყო? მე ხომ არ ვამბობ, რომ ილია მეორე გასულიყო იქ და დამდგარიყო, იქ მას სინოდი ან ვინმე მღვდელი მიანც უნდა გაეშვა..."

 

ჟურნალისტი: "ვიღაც მღვდელი, მგონი, გაუშვა, ტელევიზიით გამოვიდა, რომელმაც გალანძღა გამსახურდია, სიმართლე უნდა ვთქვათ. გმადლობთ საუბრისთვის".

 

 

vaxtang1.jpg

 

 

გაზეთი "ახალი თაობა", 1999 წლის 13 აპრილი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"