უკრაინაში მყოფი, ქართველ რეფორმატორთა წარმომადგენელი გია გეწაძე "ფეისბუქზე" წერს, რომ არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან წასვლის სესახებ განცხადება უნდა დაწეროს. ეს მოსაზრება გეწაძემ არსენ ავაკოვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, კომენტარის სახით დაწერა.
"მინდოდა ბევრი რამ დაეწერა, მათ შორის, იმ სიტყვებითაც, რომლებსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ავაკოვი იყენებს. მაგრამ რადგან მე პატივს ვცემ ჩვენს მოქალაქეებს, მოკლედ თქმა გადავწყვიტე.
ძალიან მრცხვენია, რომ იმ ხელისუფლებაში ვარ, სადაც არსენ ავაკოვი მინისტრია. და რადგან მე არსად წასვლას არ ვაპირებ, უკეთესი იქნება, თუკი ის დაუყოვნებლივ დაწერს განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რადგან ასეთ "ბლატნოი ხულიგნებთან" ერთად რეფორმებს ვერ ატარებენ", - წერს გია გეწაძე.