Байд Вашингтонский-ს უკრაინაში ვიზიტის დეტალები და შედეგები

Image

სამწუხაროდ, იაცენიუკის გადადგომა, რომლის მიღწევასაც სხვადასხვა პარტია ცდილობდა მწვავე ანტიკორუფციული აქციების მეშვეობით, აშშ-სთან შეთანხმებით, ახლო ხანებში არ შედგება.

 

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იაცენიუკისთვის გადარჩენის გარანტიას, რადგანაც გადაყენებას, გარდა გარე მიზეზებისა, შეიძლება ჰქონდეს შიდა მიზეზებიც.

 

და საპარლამენტო კრიზისი უწინდებურად რჩება დღის წესრიგში და სავსებით შესაძლებელია, ამან ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანოს, რაც უკრაინის "სახალხო ფრონტისთვის" მომაკვდინებელი იქნება. მთავრობის ანგარიში უმწვავესი გამოცდა იქნება  მინისტრთა კაბინეტისთვის და, ჯერჯერობით, ცალსახად ვერ ვილაპარაკებთ შედეგებზე, რადგან კოალიციური შეთანხმების 30%-ით შესრულების პირობებში, მთავრობის მდგრადობა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

"ბაიდ ვაშინგტონელის"ვიზიტმა გვიჩვენა, როგორი მოცულობის პრეტენზიები დაგროვდა საზოგადოებაში მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით. ასევე - რამდენად ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ წაუყენა მწვავე პრეტენზიები იაცენიუკს. თვითონ ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ხედავს კორუფციასა და არაკომპეტენტურობას, ხედავს ინსტიტუციონალურ სისუსტეს, ხედავს რეფორმების არასაკმარის ტემპს.

 

არავინ ცდილობს ჩვენს აღზრდას. უბრალოდ, ჩვენი უფროსი პარტნიორები გვაკვირდებიან, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს და შინაგანი ბრძოლის შედეგად არ დავანგრიოთ ის, რაც ეს-ესაა, შევქმენით. მათ ჩვენი პოლიტიკის ხარისხი კი არ მოსწონთ, არამედ მხარს უჭერენ დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს პროექტს, რომელიც მართლაც უკიდურესად ფაქიზი და მოწყვლადია რუსეთთან ომის პირობებში.

 

ბაიდენის სიტყვები არაა ქათინაური ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეებისადმი. ესაა სიტყვები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც ახორციელებს დამოუკიდებელი უკრაინის მშენებლობის საკუთარ პროექტს. აი ასე. და ისიც მართალია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ვერ უჩვენა აშშ-ს დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის საკმაო დონე და რომ ჩვენი პოლიტიკური ინსტიტუტები დასავლეთის თვალში არც თუ ისე მყარი და პროგნოზირებადია.

 

ამიტომ მათ შეშფოთებას მთავრობის გადაყენებისა და ამ დროს შესაძლო ქაოსის წარმოქმნის გამო აქვს თავისი წინაპირობები, რაც შეუძლებელია, ვერ შეამჩნიონ. ამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს. ისინი ჩვენგან სწრაფ რეფორმებს არ ელოდებიან, ისინი თანახმანი არიან მუდმივ ცვლილებებზე, მაგრამ არ გვაჩქარებენ.

 

ხელისუფლების ქმედებებს, იაცენიუკსა და პოროშენკოს, რომელთაც კორუფციის გამო სოლიდარული პასუხისმგებლობა აქვთ (მინიმალური მაინც), ბაიდენმა ასეთი შეფასება მისცა:

 

"სხვა ქვეყნებში არასდროს ვახვევ ხალხს თავს, თუ რა უნდა გააკეთონ, მაგრამ თქვენ ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც ასე ჰყვავის კორუფციის ავთვისებიანი სიმსივნე". დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით - ბიჭებო, რა დემოკრატიაა თქვენთან, თუკი ისევ ფესვგადგმულია შეუნიღბავი ქურდობა ხელისუფლებაში? ან გამოსწორდით, ან გადაგთელავენ.

 

მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტი თავისი ხელით არაფრის შეცვლას აპირებს. ვაშინგტონმა არ იცის, ჩვენს პოლიტიკურ სისტემას რა შედეგებამდე მიიყვანს მთავრობის გადაყენება და იმასაც ვერ ხედავს, იქნება თუ არა უსაფრთხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინვესტიციებისათვის  ხელისუფლების ახალი კონფიგურაცია და ახალი კოალიცია რუსეთის სასტიკი პრესინგის შემთხვევაში.

 

ამერიკელები არ აიღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას ჩვენი შიდა პოლიტიკის, ჩვენი კორუფციული სკანდალების გადაჭრის გამო. ამერიკას აინტერესებს უკრაინაში  ომის ლოკალიზება და მისი ზრდა იმ ზღვრამდე, როცა აშშ-ს მოუწევს პირდაპირ დაუპირისპირდეს რუსეთს და გაზარდოს ჩართვის ხარისხი.

 

აშშ დაინტერესებულია, რომ იმ პოლიტიკოსებმა, რომელთა სახელზეც გაიცა კრედიტები და თანამშრომლობის პროგრამები, შეინარჩუნონ თავიანთი თანამდებობები, მანამ სანამ ეს ძალუძთ.

 

ამერიკელები რეალობასთან მუშაობენ. ისინი არაფერს არ დააჩქარებენ და არ შეცვლიან, რადგანაც იმ საკითხებში, რაც მათ ინტერესს წარმოადგენს, იაცენუკი და პოროშენკო ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ და პირადი მონაწილეობის დემონსტრირებას ახდენენ.

 

აშშ-სთვის უკრაინაში მთავარია მართვა და სტაბილურობა და ის, რომ არ მოხდეს უკრაინაში პუტინის შემოჭრა და ქვეყნის გადაყლაპვა.

 

მთავარია, დიდი ომი არ დაიწყოს. აშშ-სგან 190 მილიონი დოლარი სამართალდამცავი ორგანოების რეფორმისათვის და შეპირება, რომ ამ მიზნისთვის კიდევ გამოიყოფა თანხები -  ეს, ერთის მხრივ, არის ნდობის კრედიტი უკრაინის მთავრობისათვის და, მეორეს მხრივ, ესაა მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, რომ დაჩქარდეს სამართალდამცავი ორგანოების ნამდვილი რეფორმა.

 

ბაიდენის ვიზიტის ნიშანდობლივი მომენტია ის არანორმალური მღელვარება და აღმატებული მოლოდინების ტალღა, რომელმაც პოლიტიკურ სისტემას გადაუარა. ბაიდენმა წარმოთქვა პროფესიონალი სპიჩრაიტერების მიერ დაწერილი ტექსტი, რომელიც შედგენილი იყო იმ პოლიტიკური სტრატეგიის მიხედვით, რაც დამტკიცებულია სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიონალი ანალიტიკოსების მიერ.

 

აშშ-ს  ხელისუფლების სტრუქტურაში ვიცე-პპრეზიდენტი არ წარმოადგენს წამყვან პოლიტიკურ ფიგურას. მაგრამ ჩვენთან ბაიდენის ვიზიტი პოლიტიკურ სპორტად გადაიქცა - წარმოუდგენელი დასწრება რადაში, უსასრულო სელფები, რადიკალური გადაწტვეტილებები და კენჭისყრები, რეფორმატორობის დემონსტრაცია, თაყვანისცემა და პატივის მიგება. აჟიოტაჟი, ცეკვები დაირით, კარგოს კულტი - პოლიტიკოსები აბარებდნენ გამოცდას უმაღლეს ლიგაში მიღების უფლებისათვის.

 

დასავლეთი მხოლოდ მაშინ დაგვაფასებს, თუ კორუფციასთან ბრძოლა, რეფორმები, რადიკალური განცხადებები და საქმიანობები მხოლოდ ჩვენი ძვირფასი ჯოზეფ რობინეტოვიჩის ვიზიტის დროს კი არ მოხდება, არამედ - ყოველდღიურად.

 

რეფორმები უკრაინაში - ეს არაა მსოფლიო გეოპოლიტიკის პრობლემა. სახელმწიფო დეპარტამენტი შიშობს, რომ ყველაფერი არ ჩაგვეშალოს.

 

ასე რომ, ჩვენ თვითონ უნდა ვაშენოთ.

 

BUTUSOVV.jpg   იური ბუტუსოვი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !