ამ საკითხზე არაფერი სამსჯელო არ არის,- აცხადებენ ,,რესპუბლიკელები" პატრირქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების ინიციატივასთან დაკავშირებით. ,,რესპუბლიკელები" გაკვირვებას გამოთქვამენ, პატრიარქისათვის შეწყალების უფლებამოსილების მინიჭების ინიციატივაზე პრემიერის პარლამენტისადმი მიმართვით.
„გაკვირვებას გამოვთქვამდი პრემიერის მომართვაზე პარლამენტისა და პრეზიდენტისადმი, რომ ჩვენ ამ საკითხზე მსჯელობა დავიწყოთ. არაფერი სამსჯელო აქ არ არის,“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
პატრიარქის თხოვნაზე, ჰქონდეს შეწყალების უფლება, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი არ იზიარებს მოსაზრებას და მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის პირველი პირის პრეროგატივაა.
ინიციატივასა მხარს არც საპარლამენტო უმცირესობა უჭერს. პრემიერი კი, როგორც ცნობილია, პრეზიდენტს და პარლამენტს ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას თხოვს. პატრირქისადმი ამ უფლების მინიჭების მომხრეა საპატრლამენტო უმრავლესობის ნაწილიც.