-
2015-12-04 21:22
უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას უკრაინაში არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური ინტერესი არა აქვს და მისი ამოცანა მხოლოდ ისაა, რომ უკრაინას ნამდვილი ეროვნული პოლიცია ჰყავდეს.
"ერთადერთი, რასაც ვერ ავიტან, არის იმ თანამშრომლების სკეპტიციზმი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ არაფერი გამოგვივა. მე მზად ვარ, ყველასთან ვიმუშაო. ჩემი ერთადერთი ამოცანაა, რომ ჩვენ გვქონდეს ნამდვილი ეროვნული პოლიცია - მე არ მაქვს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ინტერესები.
ერთადერთი, რაც მაინტერესებს, ესაა თანამედროვე ეროვნული პოლიცია, მომსახურება, რასაც თითოეულ ადამიანს ვაძლევთ. მზად ვარ ვითანამშრომლო საზოგადოებასთან, პარლამენტთან, მთავრობასთან და ჟურნალისტებთან.
არავითარი საიდუმლოებები არა გვაქვს, ყველაფერი გამჭვირვალეა" - ამბობს ხატია დეკანოიძე.