-
2015-12-03 23:32
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ემხრობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს.
,, რახან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მოლოდინი არსებობს ეს იმასაც ნიშნავს, რომ საზოგადოება ხედავს საჭიროებას, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ,,ქართული ოცნება” მხოლოდ ვარაუდობს და დაბრუნების მოტივებზე საუბარი თავად ივანიშვილს შეუძლია.
,,ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ აპელირებს მის მონაწილეობაზე კულუარებიდან პოლიტიკაში, ის თუ დაბრუნდება ეს კითხვა მოიხსნება”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა ,,მაესტროს ფაქტორის” ეთერში.
"პრაიმტაიმნიუსი"