
აქტუალური და საინტერესო ბლოგების რუბრიკაში "აფხაზეთის ხმა" ამჯერად livejournal-ში "შამანის" მიერ გამოქვეყნებულ ბლოგს წარმოგიდგენთ, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში მომსახურე რუსი მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცის თავგადასავალი და დამოკიდებულებაა გადმოცემული.
"ერთი ჩემი ნაცნობი დაბრუნდა იქედან. ის აფხაზეთში მშვიდობისმყოფელად მსახურობდა. ცხადია, რუსეთის არმიაში.
მაგრამ აი, წამოვიდა, არ დაელოდა კონტრაქტის ვადის ამოწურვას. მომიყვა მერე, რატომაც. ასევე, აფხაზებზეც მიამბო.
მთლიანად მის სიტყვებს ვწერ. წაიკითხეთ, ისიამოვნეთ:
რუსების მიმართ აფხაზები ზიზღს არ მალავენ. ეჭვის თვალით უყურებენ, ეუხეშებიან. დასცინიან კიდეც: ევროპამ სანქციები დაგიწესათ, ახლა ხილი და ბოსტნეული ჩვენგან უნდა იყიდოთ, ჰა-ჰა-ჰა.
კიდევ ასე დასცინიან: ევგიპტე დახურეთ, თურქეთი დახურეთ, სოჭი ბინძურია, ახლა ჩვენთან მოგიწევთ დასასვენებლად ჩამოსვლა, ჰა-ჰა-ჰა.
ფასები გამაოგნებელია, თანაც, ბაზარში რუსებს ორჯერ ძვირს უფასებენ, ვიდრე თანამემაულეებს.
იმ სამხედროს გოგონა წელს პირველად წავიდა სკოლაში. იქ განათლება ანეკდოტურ დონეზეა, აი, ასეთზე: – Гиви, что такое ос? – Ос – это балшой валасатый мух! – Нэт, Гиви, балшой валасатый мух – это пчёл. А ос – это то, на чём вэртится наш Зэмля!
პირდაპირ ამბობენ, რომ 2008 წელს ოსები ქართველებს რუსების გარეშეც გაუმკლავდებოდნენ. ცხადია, აფხაზების დახმარებით.
მოკლედ, დიდი ხანია, ფიქრობდა, თავი გაენებებინა სამხედრო სამსახურისთვის, ყოყმანობდა, მაგრამ მაინც მოუწია: მან გაიგო, რომ მის სამხედრო ნაწილს დონბასში აგზავნიან. მან მაშინვე დაწერა პატაკი.
გამომგზავრების წინ კი აფხაზებმა კიდევ ერთი გაუჩალიჩეს: ისინი (ჩემი ნაცნობი და მისი ცოლი), ბარგის ჩალაგების შემდეგ, ბავშვთან ერთად, მაღაზიაში წავიდნენ, რათა რაიმე საკვები და წვრილმანი ნივთები ეყიდათ - გზაში გამოსადეგი.
ორი საათის შემდეგ დაბრუნდნენ და შესასვლელი კარი გატეხილი იყო, ბარგი - ამოყრილი და რეულ-დარეული. მოიპარეს პლანშეტი, ვიდეოკამერა, DVD-პლეერი და დისკები. ესე იგი, მათ უთვალთვალებდნენ, გავიდნენ თუ არა სახლიდან, ეწვივნენ.
ახლა ის, ჩემი ნაცნობი, უკვე ყოფილი სამხედრო, არავის ურჩევს ჩავიდეს ამ არაღიარებულ ქვეყანაში..."