ლეუსენკო: თურქეთმა მიაფურთხა „ტოპოლებს“ „ისკანდერებს“, ოლანდს, მერკელს და ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა

Image

ბევრი რამ გაცხადდა რუსეთის ჰიბრიდული ომების შესახებ, ისინი ყველას მობეზრდა და პუტინს თავისი ადგილისაკენ მიუთითეს. ნორმალური ქვეყნები კოლეგიალურად მივიდნენ დასკვნამდე, რომ რფ-მ წესიერების ყველა ზღვარი დაარღვია და მასთან ლოლიავს აღარავინ აპირებს.

 

პუტინმა ამჯერადაც ვერ გათვალა მომენტი, რომლის მიღმაც ყველა მისი თამაშის გამო საკუთარსავე კინკრიხოში მოხვდებოდა. ასე დაემართა მის „ენერგეტიკულ ზესახელმწიფოს“, ახლა კი - რუსული სამყაროს იარაღით ჟღარუნსაც. დღეს რეჯეფ ერდოღანმა „ეს ჩვენ არა“-ტიპის პუტინისეული კონსტრუქციები დაამსხვრია.

 

ანუ, თავდაპირველად, უკრაინაში შეჭრისას დარწმუნებული იყო, რომ ვერ გაბედავდნენ რუსებისთვის ესროლათ, „ტოპოლების“, „ისკანდერებისა“ და სხვათა მიზეზით. ომის საწყის სტადიაზე დუნე წინააღმდეგობა მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარითაც იყო გამოწვეული, რაზეც მოგვიანებით პუტინმა თავის გახმაურებულ ინტერვიუშიც ისაუბრა.

 

იდეა წინააღმდეგობის ნების დათრგუნვაში მდგომარეობდა. მაგრამ ბირთვული იარაღის თაობაზე პუტინს პოპულარულად აუხსნეს, რად დაუჯდებოდა ეს და თემაც ამოიწურა. ამასობაში უკრაინელმა სამხედროებმა, გირკინსკელი ტერორისტებისაგან მიღებული პირველი დანაკარგების შემდეგ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს და რუსეთი, მისი სამხედრო ძალებისა და მოსახლეობიანად, ისეთ მტრად იქცა, რომელიც უნდა გაანადგურო. ამ მომენტიდან, უკრაინელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთან იარაღით მისული საუკეთესო რუსი - მკვდარი რუსია, წერს „Линия обороны“.

 

მაგრამ აქ პუტინმა ერთგვარი მანევრირება მოახდინა და ყველა უსიამოვნებაში გახვეულსა და დაღუპულზე უარი განაცხადა. სინამდვილეში ეს საკუთარი მოსახლეობის წინაშე თავის მართლება უფრო იყო, რადგან დაიღუპა რუსეთის ათასობით მოქალაქე, პრეზიდენტი კი ბრძოლაში მთელი არმიის გადასროლას თავს არიდებდა. ხელაყრელი პოზიციაა, მაგრამ - დროებითი.

 

არაოფიციალური ომობანას თამაში ჯერაც გრძელდება, სიტუაცია კი იმ ზღვარს მიადგა, რომლის მიღმაც უკვე ლეგალურად რუსეთის არმია იმყოფება. სირიაში რფ თითქოს ლეგალურად შევიდა, მაგრამ თავდაპირველად - წაშლილი საიდენტიფიკაციო ნიშნებით. მოგვიანებით გადაწყდა, რომ რფ-ის შეიარაღებული ძალების ტაქტიკური ნიშნების დემონსტრირება შიშის ზარს დასცემს და ბირთვული სახელმწიფოს არმიაზე იერიშს ვერავინ გაბედავს. მაგრამ სირიელმა მეამბოხეებმა ფეხებზე დაიკიდეს პირობითობები და თანდათან რუსი ივანების მიწვენა დაიწყეს.

 

რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი ერთი თვის წინ მოხდა. ღამე იყო და თურქეთის თავზე ჩამოგდებული თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. პილოტების ევაკუაცია მოახდინეს, ოფიციალური დასტური კი არავის მიუცია. არაოფიციალურად დაადასტურეს - თურქმა სამხედროებმა და თურქეთისა და სირიის ადგილობრივმა მოსახლეობამ.

 

მოსკოვი გამწვავებაზე არ წავიდა, ანკარამაც დუმილი არჩია, მაგრამ ჰიბრიდული პასუხი მიიღო ანკარაში ტერაქტის სახით. კრემლი დაწყნარდა, რადგან კონსტრუქცია „კბილი კბილის წილ“ პუტინს აძლევდა ხელს. ფორმალურად, წითელი ზოლი არ გადაკვეთილა. თურქეთი დუმდა იმ იმედით, რომ ტრაგედიის გამეორების შიშით რუსები შეწყვეტენ საჰაერო საზღვრის დარღვევას.

 

მაგრამ რუსებმა თურქეთის ცაში „ხეტიალი“ არ მოიშალეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ანკარას კონსულტაციები ჰქონდა აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნებთან. აზრი გაიყო. გერმანია და საფრანგეთი ამტკიცებდნენ, რომ არ ღირს რფ-თან ისედაც ცუდი ურთიერთობების გამწვავება. აშშ და დიდი ბრიტანეთი დარწმუნებული იყვნენ, რომ პუტინის დარწმუნების მცდელობა არაფერს შეცვლის. ასე რომ, რუსეთის თვითმფრინავები თურქეთის ცაში ფრენას განაგრძობდნენ.

 

თურქებმა ათეულობით შემთხვევაში გაუშვეს გამანადგურებლები რუსული თვითმფრინავების გადასაჭერად, ასეულობით შემთხვევაში გააფრთხილეს საზღვრის დარღვევის თაობაზე. რუსები მეთოდურად და თანმიმდევრულად არ იმჩნევდნენ ამ შეტყობინებებს.

 

ზუსტად ასე მოქმედებენ საჰაერი საზღვრის დარღვევისას სხვა ქვეყნებშიც. ყველგან ერთი და იგივე განწყობა მოქმედებს: „და რა, ამის გამო გვესვრით?“. ამ სიტუაციას სრულიად განსხვავებული წყაროებიც ადასტურებენ. მაგალითად, დღეს გამოქვეყნდა ლიბანური ავიაკომპანიის სამოქალაქო თვითმფრინავის პილოტის ინტერვიუ, რომელიც თურქების მიერ გამოქვეყნებული იმ ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს, სადაც თურქი პილოტები რუსებისგან საკუთარი ცის დატოვებას მოითხოვდნენ.

 

მეტიც, ამ მოლაპარაკებების ნაწილი მან თავისი თვითმფრინავის კაბინაშივე ჩაიწერა. ის ამტკიცებს, რომ მსგავს სიტუაციებს ის პრაქტუკულად ყოველი თავისი გაფრენისას აწყდება. ანუ, რუსულ თვითმფრინავებს მიზანმიმართულად და ყოველდღიურად „ებნეოდათ გზა“ თურქეთის ცაში.

 

ამჯერად რუსები თურქეთის საზღვრისპირა სოფლებს ბომბავდნენ და თურქულ მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებდნენ. ეს შეცდომა იყო. მას მერე, რაც ცნობილმა Су-მ ერთი წრე გააკეთა, თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, იარაღით, რომლის ნაწილიც ის-ის იყო თურქულ სოფლებში დაეტოვებინა. ანუ, საბრძოლო თვითმფრინავი, საბრძოლო იარაღით, რომელმაც წუთის წინ სირიელი თურქები დაბომბა, თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. სწორედ ამან დაღუპა.

 

აქ მნიშვნელოვანია, რომ თურქებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ეს რუსული თვითმფრინავია და რომ ისინი რფ-ის სამხედრო საჰაერო ხომალდს აგდებენ. ეს ნიშნავს, რომ თურქებმა წითელი ზოლი გადაკვეთეს ღიად ანადგურებენ რუსული დროშით მოქმედ რუსეთის სამხედრო ტექნიკას.

 

ანუ, თურქეთმა მიაფურთხა „ტოპოლებსა“ და „ისკანდერებს“, ოლანდსა და მერკელს და ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ახლა ფსიქოლოგიური ტაბუ მოხსნილია და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთთან მხოლოდ ასეა საჭირო მოქმედება. დარწმუნებები და მოლაპარაკებები - უსარგებლოა.

 

მეტიც, ნატო-ს ქვეყნებმა, რომლებიც დაიღალნენ მათი საზღვრების გასწვრივ რუსული ჯართის ფრენისა და საზღვრის მიღმა პროვოკაციული გადმოხტომებისაგან, ახლა იციან, რა უნდა გააკეთონ. ისინი ხედავენ რომ ბლეფის გახსნა იოლად და სწრაფადაა შესაძლებელი. ახლა ცხადია, რომ რუსი სამხედროების დახოცვა შეიძლება და აუცილებელიცაა, როცა ისინი უკანონობას ჩადიან.

 

გარდა ამისა, პუტინის სრულიად შეურაცხადმა და არაადეკვატურმა რეაქციამ, მობოდიშებისა და კომპენსაციის მოთხოვნით, სიტუაცია შემდეგ წითელ ზოლამდე - ნაციის ლიდერის პიროვნულ ავტორიტეტამდე გადაისროლა. აქ მან ფსონად საკუთარი რეპუტაცია დადო, მაჩოს რეპუტაცია და ეს ბანქო იმდენად იოლად გაიჭრა, რომ ბრმებმაც კი დაინახეს, რომ ამ ბებერ, მელოტ ლაწირაკს მაჩოსთან არაფერი აკავშირებს.

 

ერდოღანმა ძალზე კულტურულად და დიპლომატიურად გაგზავნა პუტინი და მისი რუსეთი გარკვეული მისამართით, დაპირდა რა ამიერიდან ყველა გზააბნეული თვითმფრინავის ჩამოგდებას.

 

ამასობაში, თურქეთში ნატო-ს ავიაციის გადასროლა მიმდინარეობს. და აქ რამდენიმე ძალიან საინტერესო ასპექტია. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ საუდური პრესა იტყობინება ისრაელის იერიშზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-300-კომპლექსების საწყობ ბაზაზე სირიაში.

 

მათი ცნობით, იერიშის შედეგად კომპლექსები შეკეთებას აღარ ექვემდებარება. ეს რაც შეეხება იმას, რომ სირიის სანაპიროს სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“ მიადგა და რუსეთი სირიის თავზე ცის გადაკეტვით დაიმუქრა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გაჩნდა სირიაში რუსულ ავიაბაზაზე С-400 კომპლექსის არსებობის დადასტურება. როგორც ჩანს, „მოსკოვს“, ამ С-400-სა და დამწვარ С-300-ებს უნდა გაეჯერებინათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა იმ ზომამდე, რომ მოკავშირეების ავიაცია იძულებული გამხდარიყო სირია დაეტოვებინა, რადგან აჯანყებულების არც ერთ დაჯგუფებას ავიაცია არ გააჩნია.

 

ამაზე ნატო-ს რეაგირების შედეგად რეგიონში ხდება რადიო-ელექტრონული საბრძოლო თვითმფრინავების Boeing EA-18 Growler-ის გადასროლა და სხვადასხვა საზღვაო შესაძლებლობების მობილიზება. სირიის ტერიტორიის თავზე ისრაელის ავიაციის რეიდებიდან გამომდინარე, მათი არა თუ ჩამოგდება, აღმოჩენაც კი არ შეუძლიათ. როგორც ჩანს, დასავლეთის ტექნოლოგიებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დაბრმავება შეუძლიათ, სრულად და პრობლემების გარეშე.

 

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, პუტინისა და ერდოღანის განცხადებების შემდეგ სიტუაცია სრულიად ახალ წითელ ზოლთან გაირინდა. ის ჯერ აკავებს ფართო ოპერაციას რეგიონში რუსეთის არმიის წინააღმდეგ. ნატო-ს მიერ რეგიონში საჰაერო და საზღვაო ბაზირების რადიო-ელექტრონული საბრძოლო დანადგარების მიზიდვა მეტყველებს, რომ ამ ზოლის გადაკვეთაც არ არის ცხრა მთას იქით!

 

ანუ, უკვე არსებობს კონსესუსი იმის თაობაზე, რომ ცოფიანი რუსული ვირთხა საკუთარ სოროში უნდა შეაბრუნო, ალყაში მოაქციო და დე, საკუთარ წვენში იხარშოს.

 

ამ მიზნის მისაღწევად უკვე მოხსნილია ტაბუ მისი არმიის განადგურებაზე რფ-ის საზღვრებს მიღმა. ჯერჯერობით - მიღმა.

 

ოლეგ ლეუსენკო, ჟურნალისტ-პოლიტოლოგი

 

თარგმნილია მარინა თოფურიძის მიერ, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისა" და informnapalm.org-ისთვის

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !