ირმა ინაშვილი: თავდაცვის სამინისტრო საგარეჯოში ჩვენს საეთერო დროს სიხშირეს განგებ ახშობდა

Image

"პატრიოტთა ალიანსი" წარმომადგენელი ირმა ინაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თავდაცვის სამინისტრო განგებ ახშობდა "ობიექტივში" განთავსებულ, "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ეთერს. მისი თქმით, ტელეარხის სიგნალი შეგნებულად უარესდებოდა სწორედ მაშინ, როცა ეთერში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გადიოდა.

 

„ჩვენს ხელთ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მედიას და სზოგადოებას ძალიან დააინტერესებს.
ჩვენს პოლიტიკურ პარტიას განთავსებული გვქონდა საარჩევნო რგოლები, ჩემი, როგორც კანდიდატის სარეკლამო რგოლები.

 

ეს იყო ფასიანი რეკლამა მედიაკავშირ „ობიექტივში. როგორც იცით, მე ვიყავი ობიექტივის ერთ-ერთ დამფუძნებელი, თუმცა დღეს აღარ ვარ.
არჩევნების მსვლელობისას ჩვენ სისტემატიურად გვიკავშირდებოდა საგარეჯოს მოსახლეობა და გვეუბნებოდა, რომ არ არის ხარისხიანი მაუწყებლობა საგარეჯოში, ან საერთოდ არ იყო მაუწყებლობა.

 

ჩვენ ვიხდიდით თანხას პოლიტიკურ რეკლამაში, რომელსაც ამომრჩეველი ვერ ნახულობდა, ანუ იზღუდებოდა ინფორმაცია საზოგადოებისთის. არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა, მივმართეთ იმ კომპანიას, რომელიც გვემსახურებოდა, ანუ მედიაკავშირ „ობიექტივს." მედიაკავშირმა „ობიექტივმა" მიმართა „სტერეო +"-ს, რომელიც ავრცელებს ამ ტელევიზიის და სხვა ტელეკომპანების ციფრულ მაუწყებლობას.

როდესაც მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, აღმოჩნდა გამაოგნებელი. ამ წერილში პირდაპირ წერია:

 

„კოჯრის სარეტრანსლაციო ანძიდან საგარეჯოს მიმართულებით დამონტაჟებული იყო მიკროტალღური გამომსხივებელი, რომელიც დაკავებულ სიხშირულ ზოლში უკანონოდ ქმნიდა ხელოვნურად ხელისშეშელებს, რითაც პრობლემა ექმნებოდა მაუწყებლობას მთელს რეგიონში.
კოჯრის სარეტრანსლაციო ანძიდან ხელოვნურად ხდებოდა მაუწყებლობის ჩახშობა მაინც და მაინც საგარეჯოს მიმართულებით.

 

ჩემი ინფორმაციით, კოჯრის ანძა არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. მე მაქვს ეჭვის საფუძველი, ვივარაუდო, რომ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ხდებოდა ღია საეთერო მაუწყებლობის ჩახშობა.

 

პროკურატურას ამ დღეებში აუცილებლად მივმართავთ და თუ ეს დამტკიცდება, ეს არის დანაშაული!

 

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ წერილით დადასტურებულია ტელემაუწყებლობის უკანონო ჩახშობა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ტელეკომპანია „ობიექტივზე." სხვა ტელევიზიებსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა შექმნილი.

 

მაქვს ინფორმაცია, რომ ის შენობა, სადაც განთავსებულია კოჯრის სარეტრანსლაციო ტექნიკა, ასევე არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე."- წერს საგანგებო განცხადებაში ირმა ინაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !